ბათუმში სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს

1187

ბათუმის სტადიონის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო სტადიონი UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტებით შენდება.

სტადიონი 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი.

სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის სექტემბერში დასრულდება.