დაბა ქედაში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ყოფილი სამკერვალო საწარმოს რეკონსტრუქცია აქტიურ ფაზაშია. ქედის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, შენობა სოციალური სახლისთვის იქნება განკუთვნილი, სადაც 12 ოჯახს გადაეცემა საცხოვრებელი ფართი.
პროექტი მაისში დასრულდება. სამუშაოებისთვის ბიუჯეტში 436 046 ლარია გათვალისწინებული.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა ,,ლადა“ ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ მშენებლობაზე 20 -მდე ადგილობრივია დასაქმებული.
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში: სულ დაკმაყოფილდა 69 ეკომიგრანტი. 76 ოჯახმა პროგრამით უკვე შეიძინა საცხოვრებელი. 2016 წელს...
2018 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ბათუმის ქუჩის #36 საცხოვრებელ კორპუსთან სპორტული მოედნისა და ჭყონდიდელის დასახლებაში, #41 საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოების მიმდინარეობას. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
#41 საბავშვო ბაღის ეზოს ტერიტორიაზე, ასფალტის საფარი იგება, ეწყობა ბორდიურები და ტროტუარები.
პარალელურად კი, ქალაქის სხვადასხვა უბანში სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოები გრძელდება.
აღსანიშნავია, რომ წელს რუსთავში ოთხი ახალი სპორტული ობიექტის რეაბილიტაცია მოხდება.
ბათუმის ქუჩის #36, მეგობრობის გამზირის #30,...
ლანჩხუთის საკრებულოს ბოლო რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს მუნიციპალიტეტის მთავარ საფინანსო დოკუმენტში მორიგი ცვლილების გახორციელებას.
"გურია ნიუსის" ცნობით, ა(ა)იპ კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების რეორგანიზაციის შედეგად ორი სამსახური შეიქმნა და ა(ა)იპ-ის ცალკე სუბიექტად გამოეყო ა(ა)იპ სახელოვნებო სკოლათა გაერთიანება.
მერიის საფინანსო სამსახურის განმარტებით, რეორგანიზაციის შემდეგ კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების ბიუჯეტი მიმდინარე წელს 477 233 ლარითაა განსაზღვრული, ხოლო ხელოვნების სკოლებისა და მისი ადმინისტრაციის 198 600 ლარით.
ასპინძის მერიამ, ინფრასტრუქტურის სამინისტროს დახმარებით, სოფელ რუსთავში სასმელი წყლის მიწოდებისთვის ორი პროექტი შეიმუშავა: ერთი სოფელ ოშორის მთებიდან ჩამონადენი წყლების შეკრება, მეორე კი მტკვრის სანაპიროზე ჭაბურღილის დამონტაჟება. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
ასპინძის მერიის ცნობით, ოშორის წყლების შეკრების შემთხვევაში, ოშორელებს წყლის დებეტი მნიშვნელოვნად შეუმცირდებათ, ამიტომ მეორე პროექტის, ჭაბურღილის გაკეთება იგეგმება.
ოშორის მთებიდან წყლების შეკრება თვითმმართველობას 2 700 000 ათასი ლარი, ჭაბურღილის გაკეთება კი 1 800...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
სამუშაოები 21 თებერვალს დაიწყო და 10 სექტემბერს უნდა დასრულდეს.
პროექტის ჯამური ღირებულება 2 მლნ 220 ათას ლარს შეადგენს.
სომხეთში რეგისტრირებული კომპანია ,,შაჰარტი", პროექტის ფარგლებში, სოფელ უფლისციხის გაზიფიცირებასაც აწარმოებს, სადაც ასევე მეორე ჯგუფი მუშაობს.
„თბილსერვის ჯგუფის“ ორგანიზებით, ვაკის პარკის ტერიტორიაზე დასუფთავების მასშტაბური სამუშაოები, ე.წ. შაბათობა მიმდინარეობს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
თბილისის მერიის ცნობით, შაბათობა ვაკის პარკში რამდენიმე დღე გაგრძელდება.
დასუფთავების სამუშაოების გარდა, შეიღებება პარკის ტერიტორიაზე არსებული სანათი ბოძები, ასევე მოწესრიგდება და შეიცვლება დაზიანებული სანათი მოწყობილობები.
სამუშაოებში ჩართულები არიან „თბილსერვის ჯგუფის“ დასუფთავებისა და გარე განათების სამსახურის თანამშრომლები. ადგილზე ასევე, მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა.
მერიამ მტკვრის მარცხენა სანაპიროდან გალაკტიონ ტაბიძის ხიდზე ასასვლელი პანდუსის მოწყობის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.
სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 20 აპრილს დაიწყება და 23 აპრილს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 60 000 ლარია.
„გალაკტიონ ტაბიძის ხიდთან, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოწყობილმა კვანძმა საგრძნობლად მოაწესრიგა და ეფექტური გახადა ტრანსპორტის გადაადგილება. რაც შეეხება მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროს, ამ დროისთვის...
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში ტურისტული ობიექტი გაიხსნა. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს.
ობიექტის ხელმძღვანელის ელდარ ჭიჭიაშვილის თქმით, მისი მთავარი მიზანი ისტორიული ძეგლების და კულტურის პოპულარიზაცია და მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაა.
„მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, მოინახულონ და გაეცნონ უძველეს ისტორიულ ძეგლებს, ისარგებლონ საოჯახო სასტუმროთი, დააგემოვნონ ქართული ღვინო და ტრადიციული კერძები. მე ვარ ისტორიკოსი და ახმეტის მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული და ისტორიული ძეგლების შესახებ მივაწვდი დეტალურ ინფორმაციას“,...
სამეგრელოს რეგიონში გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს დახარჯულმა თანხამ 2013 წლიდან დღემდე 91 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე ავრცელებს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია ასაჯაროებს დეტალურ ანგარიშს, თუ რა თანხები დაიხარჯა სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტზე ცალ-ცალკე. მათ შორის ირკვევა, რომ გზების მშენებლობაზე, რომელმაც ჯამში 98 კილომეტრი შეადგინა, 15 მილიონი ლარი დაიხარჯა, ხიდების რეაბილიტაციაზე კი - 1 მილიონ ლარამდე....
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მწერების საწინააღმდეგო საბონიფიკაციო სამუშაოები დაიწყო. ინფორმაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
სამუშაოების ფარგლებში მიმდინარეობს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სარდაფების დამუშავება–დეზინფექცია მწერების საწინააღმდეგოდ.
სამუშაოები ხორციელდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ენტომოლოგის და ინსტრუქტორ –ბონიფიკატორის მიერ.
ზაფხულის პერიოდში წალენჯიხასა და ჯვარში დამატებით აყვანილ იქნა ორი სეზონური ბონიფიკატორი.
აღნიშნული სამუშაოები მწერების საწინააღმდეგო ინსექტიციდით მოამარაგა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა.
სამუშაოები დაიწყო ქალაქ წალენჯიხის ტერიტორიაზე და გაგრძელდება...
ქალაქ სენაკში გარე განათების ბოძებზე დიოდური ნათურები მონტაჟდება. ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ქალაქ სენაკში, რუსთაველის ქუჩაზე, გარე განათების ბოძებზე მიმდინარეობს 150 ვატიანი ნათურების 50 ვატიანი დიოდური LED ნათურებით ჩანაცვლება.
აღსანიშნავია, რომ ანალოგიური სამუშაოები გაგრძელდება ქალაქის მასშტაბით.
ამ ეტაპზე დამონტაჟდება 360 დიოდური ნათურა.
ნათურების ჩანაცვლების შემდეგ ქალაქი სენაკი 24 000 ლარის წლიურ ეკონომიას მიიღებს.
სამუშაოებს კეთილმოწყობისა და გამწვანების მოვლა-პატრონობის ცენტრი აწარმოებს.
გორის მერიის წარმომადგენლების და წარმომადგენლების ასისტენტების საქმიანობის კოორდინაციის განყოფილებამ ბოლო 5 თვეში, მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში ოთხი გამოკითხვა ჩაატარა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, პირველი გამოკითხვა მიმდინარე წლის იანვრის პირველ ნახევარში ჩატარდა. როგორც ირკვევა, სახელმწიფო რწმუნებულ - გუბერნატორის ადმინისტრაციიდან მიღებული დავალების საფუძველზე, ამ გამოკითხვის მიზანი იყო ინფორმაციის შეგროვება მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ფინანსურად გაჭირვებული იმ ადამიანების შესახებ, ვისაც აქვს სურვილი დასაქმდეს, სამუშაოს გამოჩენის...
ახალციხე-ჭვინთა-ელიაწმინდის საავტომობილო გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მესამე ეტაპი მიმდინარეობს. ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ამ ეტაპზე, ქვიშა-ხრეშოვანი მასალით გზის ქვედა საფუძველი ეწყობა, უახლოეს პერიოდში კი ასფალტის საფარი დაიგება.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება
შპს „კეთილმოწყობის“ სამსახურმა ახალციხის მუნიციპალიტეტში საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო. ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
სამუშაოების ფარგლებსი ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს:
საფეხმავლო ბილიკებზე სარეველა ბალახების ჰერბიციდებით დამუშავება;
პარკებში და წრიულებზე, მცენარეების აგრო-ტექნიკური სამუშაოები, კერძოდ: მათი გასხვლა, შემობარვა და მორწყვა;
გაზონებზე მწვანე საფარის გათიბვა;
ქუჩების გარეცხვა;
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში საკადრო ცვლილებები გრძელდება. მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, რომელმაც ამ პოსტზე ზურაბ ალავიძე 30 მარტს შეცვალა, თანამდებობებზე ყოფილი მინისტრის არც ერთი მოადგილე არ დატოვა. მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მატკავა 4 აპრილს ირაკლი ქარსელაძემ ჩაანაცვლა. ქარსელაძე, პარალელურად, საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი გახდა.
თანამდებობა დატოვა მინისტრის კიდევ ორმა მოადგილემ - კახაბერ გულედანმა და გალაქტიონ ბუაძემ.
droa.ge-ს ინფორმაციით, გულედანი ილია...
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოში დღეს ახალი სკოლა იხსნება. სასწავლო დაწესებულებაში მოეწყო საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერების კაბინეტი, აშენდა სპორტული დარბაზი. პროექტის ფარგლებში სკოლის მიმდებარე ტერიტორიზე ბეტონის მონოლითური საფარიც დაიგო. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.
სოფელ ფურტიოს სკოლას ახალი სასკოლო ინვენტარიც გადაეცა. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შენობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებულია. სასწავლო დაწესებულებაში 129 მოსწავლე და 33 პედაგოგია.
უწყების ინფორმაციით, შუახევში ორი ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტში 43 საჯარო...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































