ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში ტურისტული ობიექტი გაიხსნა. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.
ობიექტის ხელმძღვანელის ელდარ ჭიჭიაშვილის თქმით, მისი მთავარი მიზანი ისტორიული ძეგლების და კულტურის პოპულარიზაცია და მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაა.
„მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, მოინახულონ და გაეცნონ უძველეს ისტორიულ ძეგლებს, ისარგებლონ საოჯახო სასტუმროთი, დააგემოვნონ ქართული ღვინო და ტრადიციული კერძები. მე ვარ ისტორიკოსი და ახმეტის მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული და ისტორიული ძეგლების შესახებ მივაწვდი დეტალურ ინფორმაციას“, – თქვა ელდარ ჭიჭიაშვილმა.