2018 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ბათუმის ქუჩის #36 საცხოვრებელ კორპუსთან სპორტული მოედნისა და ჭყონდიდელის დასახლებაში, #41 საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოების მიმდინარეობას. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
#41 საბავშვო ბაღის ეზოს ტერიტორიაზე, ასფალტის საფარი იგება, ეწყობა ბორდიურები და ტროტუარები.
პარალელურად კი, ქალაქის სხვადასხვა უბანში სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოები გრძელდება.
აღსანიშნავია, რომ წელს რუსთავში ოთხი ახალი სპორტული ობიექტის რეაბილიტაცია მოხდება.
ბათუმის ქუჩის #36, მეგობრობის გამზირის #30, მეგობრობის გამზირის #31 და #33 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ კომბინირებული ხელოვნურსაფარიანი მინი სპორტული მოედანი, მე-19 მიკრორაიონის #12 საცხოვრებელი შენობის ეზოში კი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კუთხე მოეწყობა.
პროექტის ჯამური ღირებულება 163 467, 65 ათასი ლარია.
ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, 2018 წელს, რუსთავში, ჯამში 12 მლნ ლარის სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.