„თბილსერვის ჯგუფის“ ორგანიზებით, ვაკის პარკის ტერიტორიაზე დასუფთავების მასშტაბური სამუშაოები, ე.წ. შაბათობა მიმდინარეობს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
თბილისის მერიის ცნობით, შაბათობა ვაკის პარკში რამდენიმე დღე გაგრძელდება.
დასუფთავების სამუშაოების გარდა, შეიღებება პარკის ტერიტორიაზე არსებული სანათი ბოძები, ასევე მოწესრიგდება და შეიცვლება დაზიანებული სანათი მოწყობილობები.
სამუშაოებში ჩართულები არიან „თბილსერვის ჯგუფის“ დასუფთავებისა და გარე განათების სამსახურის თანამშრომლები. ადგილზე ასევე, მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა.