ახალციხე-ჭვინთა-ელიაწმინდის გზას რეაბილიტაცია უტარდება

1475

ახალციხე-ჭვინთა-ელიაწმინდის საავტომობილო გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მესამე ეტაპი მიმდინარეობს. ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ამ ეტაპზე, ქვიშა-ხრეშოვანი მასალით გზის ქვედა საფუძველი ეწყობა, უახლოეს პერიოდში კი ასფალტის საფარი დაიგება.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება