დაბა ქედაში სოციალური საცხოვრისი შენდება

1078

დაბა ქედაში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ყოფილი სამკერვალო საწარმოს რეკონსტრუქცია აქტიურ ფაზაშია. ქედის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, შენობა სოციალური სახლისთვის იქნება განკუთვნილი, სადაც 12 ოჯახს გადაეცემა საცხოვრებელი ფართი.

პროექტი მაისში დასრულდება. სამუშაოებისთვის ბიუჯეტში 436 046 ლარია გათვალისწინებული.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა ,,ლადა“ ახორციელებს.  აღსანიშნავია, რომ მშენებლობაზე 20 -მდე ადგილობრივია  დასაქმებული.

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში: სულ დაკმაყოფილდა 69 ეკომიგრანტი. 76 ოჯახმა პროგრამით უკვე შეიძინა საცხოვრებელი. 2016 წელს ბინის მაძიებელთა პროგრამით 44 ოჯახმა ისარგებლა, ხოლო გასულ წელს საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამით 32 ოჯახმა შეიძინა ფართი. მიმდინარე წელს კი შუამდგომლობა გაეწია – 23 ოჯახს.