სამეგრელოს რეგიონში გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს დახარჯულმა თანხამ 2013 წლიდან დღემდე 91 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე ავრცელებს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია ასაჯაროებს დეტალურ ანგარიშს, თუ რა თანხები დაიხარჯა სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტზე ცალ-ცალკე. მათ შორის ირკვევა, რომ გზების მშენებლობაზე, რომელმაც ჯამში 98 კილომეტრი შეადგინა, 15 მილიონი ლარი დაიხარჯა, ხიდების რეაბილიტაციაზე კი – 1 მილიონ ლარამდე. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხიდებს რუხში, შამგონასა და ხურჩაში.