შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოში დღეს ახალი სკოლა იხსნება. სასწავლო დაწესებულებაში მოეწყო საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერების კაბინეტი, აშენდა სპორტული დარბაზი. პროექტის ფარგლებში სკოლის მიმდებარე ტერიტორიზე ბეტონის მონოლითური საფარიც დაიგო. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.
სოფელ ფურტიოს სკოლას ახალი სასკოლო ინვენტარიც გადაეცა. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შენობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებულია. სასწავლო დაწესებულებაში 129 მოსწავლე და 33 პედაგოგია.
უწყების ინფორმაციით, შუახევში ორი ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტში 43 საჯარო სკოლაა, მათ შორის 6 სარეაბილიტაციოა.