ლანჩხუთის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებაში რეორგანიზაციაა

704

ლანჩხუთის საკრებულოს ბოლო რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს მუნიციპალიტეტის მთავარ საფინანსო დოკუმენტში მორიგი ცვლილების გახორციელებას.

“გურია ნიუსის” ცნობით, ა(ა)იპ კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების რეორგანიზაციის შედეგად ორი სამსახური შეიქმნა და ა(ა)იპ-ის ცალკე სუბიექტად გამოეყო ა(ა)იპ სახელოვნებო სკოლათა გაერთიანება.

მერიის საფინანსო სამსახურის განმარტებით, რეორგანიზაციის შემდეგ კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების ბიუჯეტი მიმდინარე წელს  477 233 ლარითაა განსაზღვრული, ხოლო ხელოვნების სკოლებისა და მისი ადმინისტრაციის  198 600 ლარით.