შპს „კეთილმოწყობის“ სამსახურმა ახალციხის მუნიციპალიტეტში საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო. ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
სამუშაოების ფარგლებსი ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს:
- საფეხმავლო ბილიკებზე სარეველა ბალახების ჰერბიციდებით დამუშავება;
- პარკებში და წრიულებზე, მცენარეების აგრო-ტექნიკური სამუშაოები, კერძოდ: მათი გასხვლა, შემობარვა და მორწყვა;
- გაზონებზე მწვანე საფარის გათიბვა;
- ქუჩების გარეცხვა;