ვაკეში, რამიშვილის ქუჩა, შესაძლოა, ცალმხრივი გახდეს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელიც მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად დღეს რამიშვილის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. "ვფიქრობთ, რომ ეს ქუჩა გავაცალმხრივოთ მომავალში, ამაზე მუშაობს ტრანსპორტირების სამსახური." რამიშვილის ქუჩის რეაბიოლიტაცია 11 აპრილს დაიწყო და ერთ თვეში დასრულდება. იგეგმება გზის სავალი ნაწილის, ტროტუარებისა და ბორდიურების, ასევე, ახალი საკომუნიკაციო ჭების მოწყობა...
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ 2019-2021 წლების ინფრასტრუქტურული პროექტების სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. სამწლიან სამოქმედო გეგმაში 90 ინფრასტრუქტურული პროექტია გაწერილი, რომლებსაც რეგიონული განვითარების ფონდი დააფინანსებს. თანამონაწილეობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან  5%-ს შეადგენს. გთავაზობთ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების ჩამონათვალს და აქვე აღვნიშნავთ, რომ სამოქმედო გეგმაში შესაძლებელია შევიდეს ცვლილებები. 2019 წელს, ხარაგაულში,  შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება: ბაზალეთის ა/ერთეულში ნანიტაშვილების უბნის გზის რეაბილიტაცია - 114 000 ლარი; ერეთა-დინარის დამაკავშირებელი გზის...
წინა სტატია გურჯაანის საკრებულოს დეპუტატებმა მხარი დაუჭრეს მუნიციპალური გაზეთის "გურჯაანის" გაუქმებას. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის განმარტებით, გაზეთი თვეში ორჯერ მცირე ტირაჟით გამოდიოდა და მოსახლეობას ინფორმაციას ოპერატიულად ვერ აწვდიდა. ნიკა გეთიაშვილის განცხადებით, მოსახლეობას მუნიციპალიტეტში არსებული სიახლეების შესახებ ინფორმაციას ვებ-გვერდისა და სოციალური ქსელის მეშვეობით მიაწვდიან. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს. "გაზეთი ძალიან შეზღუდული რაოდენობით გამოდის თვეში ორჯერ. გავრცელების არეალიც ძალიან შეზღუდულია. გავრცელების ხარისხიც სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს....
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში პარკირება ფასიანი იქნება. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. თამარ მეფის ხიდის  მიმდებარე ტერიტორიაზე საპარკინგე ტერიტორია ეწყობა. ჯერ მერიას მომსახურების საფასური განსაზღვრული არ აქვს თუმცა, როგორც ამბობენ, შემოსავლებიდან მიღებული თანხა მახუნცეთის ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას მოხმარდება. ასევე, ფასიანი გახდება პარკინგი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზეც. სამუშაოებისთვის ტენდერი 24 ათას ლარზე გამოცხადდა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღარიხევში, დეკანოსიძეების უბანში (მეორე ეტაპი) გზის 1 200 მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გვერდულების მოწყობა. ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ღარიხევის გზის პირველი ეტაპის რეაბილიტაცია კი, გასულ წელს დასრულდა. სამშენებლო სამუშაოებზე 63 000 ლარი დაიხარჯა და 685 მეტრიანი მონაკვეთი მობეტონდა. „წინასაარჩევნოდ, თქვენთან შეხვედრის დროს, დაგპირდით, რომ ღარიხევში და ქროლში გზების რეაბილიტაცია აუცილებლად განხორციელდებოდა. როგორც ხედავთ, დღეს,...
რუსთავის ცენტრალური შემოსასვლელი უახლოეს პერიოდში მოწესრიგდება. ქუთაისის მოედანზე ავტოსაგზაო მარეგულირებელ წრეზე ზეთის ხილის ხე, დეკორატიული ხე-მცენარეები და ფერადი ყვავილები დაირგვება. ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს. ქალაქის ცენტრალური ნაწილის პროექტის მსგავსად, ანალოგიური ტიპის სამუშაოები ქალაქის კიდევ ორ ლოკაციაზე ჩატარდება. ესენია: შარტავს გამზირი და თოდრიას წრე. ამ ადგილებზეც გამწვანება მოეწყობა, დაირგვება სხვადასხვა სახეობის ყვავილი და ხე-მცენარე. პროექტის ღირებულება 40 000 ლარამდეა. ტენდერი 17 აპრილს სრულდება....
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში, ციხისფერდის თემში დაზიანებულ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ადგილობრივების განცხადებით, მდინარე კუჩხამ კალაპოტი შეიცვალა და სტიქიის დროს ადიდების შედეგად გზა თანდათანობით ჩამოშალა, რამაც მოძრაობას სერიოზული საფრთხე შეუქმნა. მძიმე ტექნიკის მეშვეობით კი გზის აღდგენითი და მდინარის კალაპოტის გასწორხაზოვნებითი სამუშაოები ჩატარდა. სამუშაო პროცესს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე შარაშენიძე, ვიცე-მერთან, ალექსანდრე სურგულაძესთან და მოადგილესთან, ოსიკო თოთიბაძესთან ერთად დაესწრო.
“საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ რაჭაში მდებარე საკუთარი ეზოდან უნიკალური ჯიშის 3000-ზე მეტი ფიჭვის ნერგი გამწვანების მიზნით, თბილისს აჩუქა. ინფორმაციას სს "საპარტნიორო ფონდი"ავრცელებს. "საპარტნიორო ფონდის" ცნობით, ფიჭვის ნერგები თბილისის ზღვაზე სასტუმრო „ჰუალინგის“ მიმდებარე ტერიტორიასა და ლისის ტბის მახლობლად, „ფრანგული კინო-სკოლის“ ფილიალის ტერიტორიაზე დაირგა. ხეების დარგვის პროცესში მონაწილეობა მიიღეს “საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლებმა, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა,...
ბურკიაშვილის N15-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ფერდობის დამჭერი კედლის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. ინფორმაციას ვაკის რაიონის გამგეობა ავრცელებს. პროექტის თანახმად, 14 მეტრამდე სიგრძისა და 5.5 მეტრამდე სიმაღლის კედელი აშენდება. გარდა ამისა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება იქვე არსებულ საერთო სარგებლობის კიბეს. ფერდობის, გრუნტისა და გზის დამჭერი საყრდენი კედლების მშენებლობა ვაკის რაიონის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან საცხოვრებელი სახლების დაზიანების პრევენციასა და ადგილობრივების უსაფრთხოებას ისახავს მიზნად.
16 აპრილიდან 30 აპრილამდე საბაგიროზე ექსპლუატაციის, ინსტრუქციისა და ევროპული ნორმების შესაბამისი სამუშაოები ჩატარდება. ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს. „თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ 16 აპრილიდან 30 აპრილამდე რიყე - ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს ვერ მოემსახურება. ამ პერიოდის განმავლობაში ჩატარდება რეგლამეტით გათვალისწინებული, ექსპლუატაციის ინსტრუქციისა და ევროპული ნორმების შესაბამისი სამუშაოები, რომელიც ყოველი 22 500 ნამუშევარი საათის შემდეგ ხორციელდება. სამუშაოებს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამის ტექნიკურ ჯგუფთან ერთად, კომპანია "ლეიტნერის" სპეციალისტები...
ქობულეთში მდინარე კინტრიშის მიმდებარედ თევზის საწარმო აშენდება, რისთვისაც 5 850 148 ლარის ინვესტიცია განხორციელდება. ინფორმაციას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ავრცელებს. პროექტის მხარდასაჭერად შპს „ნ.გ ჰოლდინგს“ სახელმწიფო პროგრამა აწარმოე საქართველოში ფარგლებში 16 433 კვ.მ. სახელმწიფო ქონება გადაეცა. კომპანია წელიწადში 500 ტონა თევზის - „ატლანტის ორაგულის“ წარმოებას გეგმავს. პროდუქციის ექსპორტი, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცვლელი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე, ევროკავშირის ბაზარზეა დაგეგმილი.
ისნის რაიონში, კოფცოვის მეექვსე შესახვევსა და ბეგიაშვილის მეოთხე და მეხუთე ჩიხებში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა, სადაც ასფალტის საფარი დაიგო. ინფორმაციას ისნის გამგეობა ავრცელებს. გარდა ამისა, ისნის რაიონში ბეგიაშვილის მეოთხე და მეხუთე ჩიხების გზის მოწესრიგება დასრულდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე, ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. ისნის რაიონი საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აქტიურად განაგრძობს. ამჟამად, სამუშაოები ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N100-ის მიმდებარედ, ასევე, კაიშაურისა და გუჯარეთის...
საბურთალოს რაიონის გამგეობამ ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, სავარჯიშო ტრენაჟორები შარტავას ქუჩის N18-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაამონტაჟა. ინფორმაციას თავად გამგეობა გავრცელებს. ფიტნეს ზონაში, გადახურულ სივრცეში ათი სავარჯიშო ტრენაჟორი განთავსდა.
ქუთაისის მერიამ მარტივი ტიპის ახალი სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას "ნიუპრესი" ავრცელებს. წინადადებების მიღება 19 აპრილს დაიწყება და 24 აპრილს დასრულდება. მომწოდებელი ვალდებულია 11 ადგილზე მარტივი ტიპის ახალი სპორტული მოედანი მოაწყოს. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს შესრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური სამუშაოები. გამარჯვებულმა კი მარტივი ტიპის ახალი სპორტული მოედნების მოწყობა ხელშეკრულების დადებიდან 120  კალენდარული დღის ვადაში უნდა მოახდინოს. ტენდერის ღირებულება ...
აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფერმერებისთვის გაცნობის მიზნით,საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლებმა ზუგდიდში მეწარმეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს. „პროგრამის მიზანია პირველადი წარმოების პროდუქტის ხარისხისა და მოსავლიანობის ზრდის ხელშეწყობა, არსებული ბაღების პოტენციალის მაქსიმალური გამოყენებისა და მოქმედი გადამამუშავებელი და შემნახველი აგროსაწარმოების გაფართოებისა და მოდერნიზაციის ხელშეწყობა, ასევე, საერთაშორისო სტანდარტებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა აგროწარმოებაში. პროგრამის პრიორიტეტია ქალების და ახალგაზრდების ჩართულობა“, - თქვა ფერმერთა ასოციაციის...
თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივით დღეს დიღომში, ბელიაშვილის ქუჩაზე აფრიკელ სტუდენტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის, ამხანაგური მატჩი გაიმართა. "ძალიან მიხარია, რომ სპორტი, ფეხბურთი აერთიანებს. რა თქმა უნდა, ის, რაც მოხდა, ძალიან ცუდია, მაგრამ ჩვენი ქალაქი, ჩვენი ქვეყანა არის ტოლერანტული, ამით შეგვიძლია ვიამაყოთ. შეხვედრა ბელიაშვილის ქუჩაზე იმ საფეხბურთო მოედანზე ჩატარდა, სადაც ინციდენტი მოხდა."- აცხადებს თბილისის მერი, კახა კალაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე. 8 აპრილს,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ