თბილისში შარტავას ქუჩაზე ფიტნეს ზონა მოეწყო

1942

საბურთალოს რაიონის გამგეობამ ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, სავარჯიშო ტრენაჟორები შარტავას ქუჩის N18-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაამონტაჟა. ინფორმაციას თავად გამგეობა გავრცელებს.

ფიტნეს ზონაში, გადახურულ სივრცეში ათი სავარჯიშო ტრენაჟორი განთავსდა.