რუსთავის ცენტრალური შემოსასვლელი უახლოეს პერიოდში მოწესრიგდება. ქუთაისის მოედანზე ავტოსაგზაო მარეგულირებელ წრეზე ზეთის ხილის ხე, დეკორატიული ხე-მცენარეები და ფერადი ყვავილები დაირგვება. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
ქალაქის ცენტრალური ნაწილის პროექტის მსგავსად, ანალოგიური ტიპის სამუშაოები ქალაქის კიდევ ორ ლოკაციაზე ჩატარდება. ესენია: შარტავს გამზირი და თოდრიას წრე. ამ ადგილებზეც გამწვანება მოეწყობა, დაირგვება სხვადასხვა სახეობის ყვავილი და ხე-მცენარე.
პროექტის ღირებულება 40 000 ლარამდეა. ტენდერი 17 აპრილს სრულდება. სამუშაოები კი უახლოეს პერიოდში დაიწყება.