ბურკიაშვილის N15-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ფერდობის დამჭერი კედლის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. ინფორმაციას ვაკის რაიონის გამგეობა ავრცელებს.
პროექტის თანახმად, 14 მეტრამდე სიგრძისა და 5.5 მეტრამდე სიმაღლის კედელი აშენდება. გარდა ამისა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება იქვე არსებულ საერთო სარგებლობის კიბეს. ფერდობის, გრუნტისა და გზის დამჭერი საყრდენი კედლების მშენებლობა ვაკის რაიონის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან საცხოვრებელი სახლების დაზიანების პრევენციასა და ადგილობრივების უსაფრთხოებას ისახავს მიზნად.