ისანში, კოფცოვის შესახვევსა და ბეგიაშვილის ჩიხებში ასფალტის საფარი დაიგო

701

ისნის რაიონში, კოფცოვის მეექვსე შესახვევსა და ბეგიაშვილის მეოთხე და მეხუთე ჩიხებში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა, სადაც ასფალტის საფარი დაიგო. ინფორმაციას ისნის გამგეობა ავრცელებს.

გარდა ამისა, ისნის რაიონში ბეგიაშვილის მეოთხე და მეხუთე ჩიხების გზის მოწესრიგება დასრულდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე, ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. ისნის რაიონი საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აქტიურად განაგრძობს. ამჟამად, სამუშაოები ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N100-ის მიმდებარედ, ასევე, კაიშაურისა და გუჯარეთის ქუჩებზე მიმდინარეობს.

კოფცოვის შესახვევში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანთან ერთად გაეცნო.

რაიონის გამგებელი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.