ქუთაისის მერიამ მარტივი ტიპის ახალი სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას “ნიუპრესი” ავრცელებს.
წინადადებების მიღება 19 აპრილს დაიწყება და 24 აპრილს დასრულდება. მომწოდებელი ვალდებულია 11 ადგილზე მარტივი ტიპის ახალი სპორტული მოედანი მოაწყოს.
ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს შესრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური სამუშაოები. გამარჯვებულმა კი მარტივი ტიპის ახალი სპორტული მოედნების მოწყობა ხელშეკრულების დადებიდან 120 კალენდარული დღის ვადაში უნდა მოახდინოს.
ტენდერის ღირებულება 450 ათასი ლარია. პროექტის ღირებულების 95 % სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 5% კი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
სპორტული მოედნები შემდეგ მისამართებზე მოეწყობა:
1. დადიანისა და ტოლსტოის ქუჩებს შორის 37-ე ბაგა-ბაღთან;
2. ძოძუაშვილის ქუჩა N4ა;
3. ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩა N50-ის მიმდებარედ;
4. ავტოქარხნის მარჯვენა დასახლება ბელიაშვილის და გუნიას ქუჩებს შორის;
5. „ჭომის” დასახლებაში ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ, მდინარე „რიონის” სანაპიროზე;
6. ნიკეას ქუჩა N58-62 კორპუსებთან;
7. ნიკეას ქუჩა N1/2, N1/3, N1/4, N1/5;
8. ლადო ასათიანის ქუჩის მეოთხე ჩიხი;
9. ახალგაზრდობის გამზირი N64, 33-ე საჯარო სკოლასთან;
10. ახალგაზრდობის გამზირის პირველი შესახვევი N8;
11. დავით კლდიაშვილის ქუჩა N139.