ქობულეთში თევზის საწარმო აშენდება

731

ქობულეთში მდინარე კინტრიშის მიმდებარედ თევზის საწარმო აშენდება, რისთვისაც 5 850 148 ლარის ინვესტიცია განხორციელდება. ინფორმაციას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

პროექტის მხარდასაჭერად შპს „ნ.გ ჰოლდინგს“ სახელმწიფო პროგრამა აწარმოე საქართველოში ფარგლებში 16 433 კვ.მ. სახელმწიფო ქონება გადაეცა.

კომპანია წელიწადში 500 ტონა თევზის – „ატლანტის ორაგულის“ წარმოებას გეგმავს.

პროდუქციის ექსპორტი, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცვლელი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე, ევროკავშირის ბაზარზეა დაგეგმილი.