კალაძე: რამიშვილის ქუჩა შესაძლოა გაცალმხრივდეს

1110

ვაკეში, რამიშვილის ქუჩა, შესაძლოა, ცალმხრივი გახდეს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელიც მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად დღეს რამიშვილის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

“ვფიქრობთ, რომ ეს ქუჩა გავაცალმხრივოთ მომავალში, ამაზე მუშაობს ტრანსპორტირების სამსახური.”

რამიშვილის ქუჩის რეაბიოლიტაცია 11 აპრილს დაიწყო და ერთ თვეში დასრულდება. იგეგმება გზის სავალი ნაწილის, ტროტუარებისა და ბორდიურების, ასევე, ახალი საკომუნიკაციო ჭების მოწყობა და მიწისქვეშა ქსელის მოწესრიგება.

სამუშაოებს კომპანია „ენ სი“ აწარმოებს, პროექტის ღირებულება 200 000 ლარია.