თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივით დღეს დიღომში, ბელიაშვილის ქუჩაზე აფრიკელ სტუდენტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის, ამხანაგური მატჩი გაიმართა.
“ძალიან მიხარია, რომ სპორტი, ფეხბურთი აერთიანებს. რა თქმა უნდა, ის, რაც მოხდა, ძალიან ცუდია, მაგრამ ჩვენი ქალაქი, ჩვენი ქვეყანა არის ტოლერანტული, ამით შეგვიძლია ვიამაყოთ.
შეხვედრა ბელიაშვილის ქუჩაზე იმ საფეხბურთო მოედანზე ჩატარდა, სადაც ინციდენტი მოხდა.”- აცხადებს თბილისის მერი, კახა კალაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
8 აპრილს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ ბელიაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე მოქალაქე ფერადკანიან სტუდენტებს დაუპირისპირდა და სტადიონიდან გააძევა.