16 აპრილიდან 30 აპრილამდე საბაგიროზე ექსპლუატაციის, ინსტრუქციისა და ევროპული ნორმების შესაბამისი სამუშაოები ჩატარდება. ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ 16 აპრილიდან 30 აპრილამდე რიყე – ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს ვერ მოემსახურება. ამ პერიოდის განმავლობაში ჩატარდება რეგლამეტით გათვალისწინებული, ექსპლუატაციის ინსტრუქციისა და ევროპული ნორმების შესაბამისი სამუშაოები, რომელიც ყოველი 22 500 ნამუშევარი საათის შემდეგ ხორციელდება.
სამუშაოებს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამის ტექნიკურ ჯგუფთან ერთად, კომპანია “ლეიტნერის” სპეციალისტები აწარმოებენ. ამ პერიოდში კუს ტბის საბაგირო გზა ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.