ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდა

606

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში, ციხისფერდის თემში დაზიანებულ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ადგილობრივების განცხადებით, მდინარე კუჩხამ კალაპოტი შეიცვალა და სტიქიის დროს ადიდების შედეგად გზა თანდათანობით ჩამოშალა, რამაც მოძრაობას სერიოზული საფრთხე შეუქმნა.

მძიმე ტექნიკის მეშვეობით კი გზის აღდგენითი და მდინარის კალაპოტის გასწორხაზოვნებითი სამუშაოები ჩატარდა.

სამუშაო პროცესს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე შარაშენიძე, ვიცე-მერთან, ალექსანდრე სურგულაძესთან და მოადგილესთან, ოსიკო თოთიბაძესთან ერთად დაესწრო.