ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილის, ორბელიანისა და ვახტანგ შამილაძის ქუჩებს შორის, ბათუმის მერია ახალ ავტოსადგომს მოაწყობს. პროექტისთვის ბიუჯეტიდან 1 701 126 ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას "გაზეთი ბათუმელები" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ტენდერი 11 მაისს დასრულდება, ავტოსადგომი კი 1 სექტემბრამდე 5 800 კვ/მ ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს. უფრო ვრცლად სტატია იხილეთ ამ ბმულზე.
ხობის მუნიციპალიტეტში, პატარა ფოთის ადმინისტრაციულ ერთეულში, გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. უწყების ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტი, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 1.118.793 ლარს შეადგენს (I ეტაპი -817054 ლარი; II ეტაპი - 301739 ლარი). აღსანისნავია, რომ გზა, რომელიც სოფელს სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო მაგისტრალთან აკავშირებს, წლების განმავლობაში ამორტიზირებული იყო და მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემებს უქმნიდა. მერიის ინფორმაციით, პროექტი უახლოეს...
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტომ „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყო. პროგრამაში ჩართვა შეუძლია იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებიც რეგისტრებულნი არიან, მაღალმთიან დასახლებებში და აკმაყოფილებენ პროგრამით განსაზღვრულ პირობებს. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს დაგეგმილია 10 კოოპერატივისათვის სათიბ-საძოვრებისა და ტექნიკის გადაცემა. დადგენილი კრიტერიუმებით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომელთა წევრთა რაოდენობა შეადგენს არანაკლებ 11 მეპაიეს და მფლობელობაში აქვთ არანაკლებ 200 სული ფური ან/და...
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ზედა ლაშეში, გზის 1 544 მეტრიანი მონაკვეთი რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხით მობეტონდება. უწყების ცნობით, პროექტის ღირებულება 279 722 ლარს, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილება თანხის 5%-ს შეადგენს. მერიის ინფრომაციით, შემსრულებელი კომპანია სამუშაოებს უახლოეს მომავალში დაიწყებს.
შიდა ქართლის ახალმა გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ სამსახურებრივი ავტომობილი შეამოწმებინა და სამუშაო ოთახი განაახლა. როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს, "ტოიტოტა ლენდ კრუიზერი", რომელსაც ყოფილი გუბერნატორი, კახა სამხარაძე იყენებდა, ავტოტექმომსახურების მიზნით, მაჭუტაძემ "თეგეტა მოტორსში" შეამოწმებინა. ამისათვის კი 2900 ლარზე მეტი დაიხარჯა. გამოცემის ცნობით, წინა გუბერნატორმა ადმინისტრაციის ავტომობილები კერძო სახელოსნოებში 60-ჯერ შეამოწმებინა. ფინანსური დოკუმენტებით, ასევე, ირკვევა, რომ კაბინეტისთვის ახალმა გუბერნატორმა 160/70 სმ-იანი ზომის სარკე შეიძინა. შიდა...
ქობულეთში ნაპირსამაგრი სამუშაოები 1 მაისიდან განახლდება. მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ქობულეთის სანაპიროზე ნაპირდამცავი კედლის რეაბილიტაცია დაწყებულია, თუმცა შემსრულებელმა კომპანიამ სამუშაოები გააჭიანურა და შეჩერდა. ამის შესახებ ქობულეთის მერია ავრცელებს ინფორმაციას. სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დაათვალიერა: „სამწუხაროდ ძალიან სავალალო მდგომარეობაა. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამუშაოებში ჩაერთოს სახელმწიფო სამშენებლო კომპანია. ისინი 1 მაისიდან დაიწყებენ უშუალოდ ქობულეთში სამუშაოების შესრულებას. დღეს უკვე მათ...
ხაშურის მერიის ინფორმაციით, ხაშურში, ყოფილი აგურის ქარხნის ტერიტორიაზე, ახალი რეკრეაციული ზონა მოეწყობა. როგორც მერიაში აცხადებენ ,პარკის დასრულებული სახე, საკმაოდ საინტერესო იქნება: პროექტის ფარგლებში მოეწყობა ველო ბილიკები, ატრაქციონები, განთავსდება სკულპტურული ნამუშევრები, გაშენდება ალუბლების ხეივანი, იფუნქციონირებს კაფე-სასადილო. უწყების ცნობით, აღნიშნული პროექტისთვის მუნიციპალიტეტის მერია პირველ ეტაპზე განახორციელებს რეკრეაციული ზონის შემოღობვის სამუშაოებს, რაც ტერიტორიის დანაგვიანების რისკებს შეამცირებს, შემდგომ კი, მოეწყობა წყლის სისტემები, რაც აუცილებელია მწვანე...
ალბათ, გახსოვთ მაცხოვრისკარის სკოლის სევდიანი ამბავი, სკოლის, რომელიც 130 წლის ისტორიას ინახავდა და რომლის დანგრევის გადაწყვეტილებაც, პროტესტის მიუხედავად, ახალი სკოლის მშენებლობის მოტივით მიიღეს. მაშინ აბაშელი სტუდენტი, ირმა ჭანტურია, ცდილობდა, დაერწმუნებინა განათლების სამინისტრო, რომ სოფლის მეხსიერების შენარჩუნება აუცილებელი იყო, რომ სკოლის მეზობელ ნაკვეთზე მშენებლობა - შესაძლებელი, ხოლო ამ, 130 წლის სკოლას სოფლის ახალგაზრდობა მუზეუმად და არაფორმალური განათლების ცენტრად აქცევდა. სკოლის დანგრევის...
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურში, თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი სკოლამდელი დაწესებულება გაიხსნა. უწყების ცნობით, საბავშვო ბაღის შენობა გათვლილია 80 აღსაზრდელზე. მათივე ინფორმაციით, შენობაში განთავსებულია: ორი სათამაშო სივრცე, ორი სასაუზმე ოთახი, სამზარეულო, საძინებელი, საკუჭნაო, კორიდორი და სამი სველი წერტილი. უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში მთლიანად განახლდა შენობის გარე ფასადი, ახლით შეიცვალა არსებული კარ-ფანჯარა და იატაკი, მოეწყო წყლის სისტემა, ელექტო გაყვანილობა, შეიღება ჭერი და კედლები, მოეწყო უმაღლესი...
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ცნობით, „მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში“ რეგისტრაცია დაიწყო. უწყების ცნობით, სახელმწიფო პროგრამა კოოპერატივებისთვის ყურძნის პირველადი გადამუშავებისათვის საჭირო საწარმოო დანადგარების გადაეცემას ითვალისწინებს. პროგრამაში მონაწილე კოოპერატივის წევრებს საშუალება ეძლევათ, ყურძნის რეალიზაციის გარდა, სარგებელი უკვე ღვინის რეალიზაციიდანაც მიიღონ. სააგენტოს ინფორმაციით, როგრამით დადგენილი კრიტერიუმებით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის არანაკლებ 20 მეპაიეს ინდივიდუალურად, თითოეულს საკუთრებაში უნდა გააჩნდეს ან/და საპაიო შენატანის სახით კოოპერატივში შეტანილი უნდა ქონდეს მაღალმთიან...
"ნაციონალური მოძრაობა" ცაიშში საკრებულოს შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. პარტიას საკუთარი წარმომადგენელი ცესკოში არ დაურეგისტრირებია. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს. ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანა წითლიძე ამბობს, რომ პარტიას პროცესის სამართლიანობის არ სჯერა, რისი მიზეზიც, წითლიძის თქმით, გაყალბებების და ადამიანთა მოსყიდვის გამოცდილებაა. უფრო ადრე ათმა არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა და არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა. მათი განმარტებით, კვლავაც პრობლემად რჩება საარჩევნო სისტემა, არათანაბარი...
თელავის მუნიციპალიტეტში თემატური საზოგადოებრივი საბჭოები შეიქმნება, რომელშიც გაწევრიანების შესაძლებლობა ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის ან საზოგადოების წევრს შეეძლება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. თელავის მერის ინფორმაციით, აღნიშნული საბჭოების მუშაობის ძირითადი მიმართულება არსებული პრობლემების გამოვლენა და მათი მოგვარების გზებზე მსჯელობა, მიმდინარე საკითხებსა და პროექტებზე მოქალაქეების აზრის მოსმენა იქნება. შოთა ნარეკლიშვილი აცხადებს, რომ საზოგადოებრივი საბჭოების შექმნა ხელს შეუწყობს ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მესამე სექტორისა და ადგილობრივი მოსახლეობის...
ქუთაისის ცენტრალური მოედანი ბოლო ათწლეულების განმავლობაში, რა თქმა უნდა შეიცვალა. დავით აღმაშენებლის ძეგლი კოლხურმა შადრევანმა შეცვალა. მოპირკეთებულია მოედნის ფილაქანი. ქუთაისის ცენტრალური მოედნის რეაბლიტაცია 2013 წელს მოხდა. "ქუთაისი პოსტი" ძველი და დღევანდელი ქუთაისის შესახებ ფოტოებს აქვეყნებს.
რუსთავში, ქალაქის მარცხენა სანაპიროზე, გზების, შიდა ეზოების საფარისა და სანიაღვრე ქსელების რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში დაიწყება. სამუშაოებს მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,გზატკეცილი+’’ შეასრულებს. მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ხელოვნების სკოლის წინ მდებარე ტერიტორიაზე, სუმგაითელი მეტალურგების, კონსტიტუციის, ბარათაშვილის, ასლანიკაშვილის, ჭავჭავაძის, პირველი მაისის, ბათუმის, ქაშაკაშვილის, დონეცკელ მეტალურგების ქუჩებზე, ჯამში 82 კორპუსის შიდა ეზოს კეთილმოწყობა მოხდება. ასფალტის საფარი კი, 56 193 კვ. მ...
წინა სტატია ქუთაისში, თეთრ ხიდზე, რეაბილიტაციის შემდეგ, ქალაქის შესახებ ისტორიული წარწერები ამოიტვიფრება. ამის შესახებ ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, არქიტექტორმა ზაზა ჩხიკვაძემ თქვა. ინფორმაციას "ქუთაისი პოსტი" ავრცელებს. ზაზა ჩხიკვაძის განმარტებით, ხიდის საფარი 6-მილიმენტრიანი ლითონის ფირფიტებით მოეწყობა, რომელზეც ქართული ორნამენტები მოიხატება. ასევე, ხიდის საფარზე დაკრულ ფირფიტებზე დაიწერება ცისფერყანწელთა ცნობილი გამონათქვამები და ქუთაისზე არსებული მნიშველოვანი ისტორიული მოვლენები. თეთრ ხიდზე, რეაბილიტაციის ფარგლებში, ასევე, დამაგრდება მოქლონები...
კასპის მუნიციპალიტეტის სადგურ მეტეხის დასახლებაში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, 2 200 მ2 -ზე არსებული გზის სავალ ნაწილზე ბეტონს ასხამენ. სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ახალი ჭიათურა“ ასრულებს. მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ღირებულება 49 389 ლარია და მასზე ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდა. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ინსპექტირებას კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შექმნილი ინსპექტირების ჯგუფი ახორციელებს.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ