ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში გზის რეაბილიტაციის II ეტაპი მიმდინარეობს

817

ხობის მუნიციპალიტეტში, პატარა ფოთის ადმინისტრაციულ ერთეულში, გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტი, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 1.118.793 ლარს შეადგენს (I ეტაპი -817054 ლარი; II ეტაპი – 301739 ლარი).

აღსანისნავია, რომ გზა, რომელიც სოფელს სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო მაგისტრალთან აკავშირებს, წლების განმავლობაში ამორტიზირებული იყო და მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემებს უქმნიდა.

მერიის ინფორმაციით, პროექტი უახლოეს დღეებში დასრულდება და მოსახლეობა კეთილმოწყობილი გზით სარგებლობას შეძლებს.