ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურში, თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი სკოლამდელი დაწესებულება გაიხსნა.
უწყების ცნობით, საბავშვო ბაღის შენობა გათვლილია 80 აღსაზრდელზე.
მათივე ინფორმაციით, შენობაში განთავსებულია: ორი სათამაშო სივრცე, ორი სასაუზმე ოთახი, სამზარეულო, საძინებელი, საკუჭნაო, კორიდორი და სამი სველი წერტილი.
უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში მთლიანად განახლდა შენობის გარე ფასადი, ახლით შეიცვალა არსებული კარ-ფანჯარა და იატაკი, მოეწყო წყლის სისტემა, ელექტო გაყვანილობა, შეიღება ჭერი და კედლები, მოეწყო უმაღლესი ხარისხის საკანალიზაციო სისტემა, საპირფარეშოები კი, მოპირკეთდა და აღიჭურვა ყველა საჭირო ინვენტარით.
პროექტის განხორციელებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 118 000 ლარი გამოიყო.
საერთაშორისო ორგანიზაცია ,,world vision“-მა კი, სააღმზრდელო დაწესებულება ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვა.
აღსანიშნავია, რომ სოფელ ბოლაჯურში საბავშვო ბაღის შენობა ამორტიზებული იყო და მხოლოდ ერთი ჯგუფი ფუნქციონირებდა, ახალი ბაღი კი, ორ ჯგუფზეა გათვლილი და ბოლაჯურის მიმდებარედ ხუთი სოფლის აღსაზრდელებს ექნებათ საშუალება ისარგებლონ სკოლამდელი დაწესებულებით.