კასპის მუნიციპალიტეტის სადგურ მეტეხის დასახლებაში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, 2 200 მ2 –ზე არსებული გზის სავალ ნაწილზე ბეტონს ასხამენ. სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ახალი ჭიათურა“ ასრულებს.
მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ღირებულება 49 389 ლარია და მასზე ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდა.
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ინსპექტირებას კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შექმნილი ინსპექტირების ჯგუფი ახორციელებს.