ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ზედა ლაშეში, გზის 1 544 მეტრიანი მონაკვეთი რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხით მობეტონდება.
უწყების ცნობით, პროექტის ღირებულება 279 722 ლარს, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილება თანხის 5%-ს შეადგენს.
მერიის ინფრომაციით, შემსრულებელი კომპანია სამუშაოებს უახლოეს მომავალში დაიწყებს.