თეთრ ხიდზე ცისფერყანწელთა გამონათქვამები და ქუთაისის ისტორიები ამოიტვიფრება

1231

წინა სტატია

ქუთაისში, თეთრ ხიდზე, რეაბილიტაციის შემდეგ, ქალაქის შესახებ ისტორიული წარწერები ამოიტვიფრება. ამის შესახებ ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, არქიტექტორმა ზაზა ჩხიკვაძემ თქვა. ინფორმაციას “ქუთაისი პოსტი” ავრცელებს.

ზაზა ჩხიკვაძის განმარტებით, ხიდის საფარი 6-მილიმენტრიანი ლითონის ფირფიტებით მოეწყობა, რომელზეც ქართული ორნამენტები მოიხატება. ასევე, ხიდის საფარზე დაკრულ ფირფიტებზე დაიწერება ცისფერყანწელთა ცნობილი გამონათქვამები და ქუთაისზე არსებული მნიშველოვანი ისტორიული მოვლენები.

თეთრ ხიდზე, რეაბილიტაციის ფარგლებში, ასევე, დამაგრდება მოქლონები და განთავსდება ელექტრონული ტაბლო, რომელზეც ხიდის ისტორიაზე ვიდეორგოლი იტრიალებს.

შეგახსენებთ, ქუთაისის მერიამ თეთრი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მერიამ  444 996 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა, თუმცა, ტენდერში გამარჯვებული კომპანია არ გამოვლენილა. მერიამ განმეორებითი ტენდერი გამოაცხადა.