ხაშურის მერიის ინფორმაციით, ხაშურში, ყოფილი აგურის ქარხნის ტერიტორიაზე, ახალი რეკრეაციული ზონა მოეწყობა.
როგორც მერიაში აცხადებენ ,პარკის დასრულებული სახე, საკმაოდ საინტერესო იქნება: პროექტის ფარგლებში მოეწყობა ველო ბილიკები, ატრაქციონები, განთავსდება სკულპტურული ნამუშევრები, გაშენდება ალუბლების ხეივანი, იფუნქციონირებს კაფე-სასადილო.
უწყების ცნობით, აღნიშნული პროექტისთვის მუნიციპალიტეტის მერია პირველ ეტაპზე განახორციელებს რეკრეაციული ზონის შემოღობვის სამუშაოებს, რაც ტერიტორიის დანაგვიანების რისკებს შეამცირებს, შემდგომ კი, მოეწყობა წყლის სისტემები, რაც აუცილებელია მწვანე ნარგავებისთვის და განხორციელდება მნიშვნელოვანი სამუშაოები.
“კულტურისა და დასვენების პარკი საყვარელი ადგილი გახდება როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ტურისტებისთვის”, – განაცხადა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი გურასპაშვილმა