შიდა ქართლის ახალმა გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ სამსახურებრივი ავტომობილი შეამოწმებინა და სამუშაო ოთახი განაახლა. როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს, “ტოიტოტა ლენდ კრუიზერი”, რომელსაც ყოფილი გუბერნატორი, კახა სამხარაძე იყენებდა, ავტოტექმომსახურების მიზნით, მაჭუტაძემ “თეგეტა მოტორსში” შეამოწმებინა. ამისათვის კი 2900 ლარზე მეტი დაიხარჯა.
გამოცემის ცნობით, წინა გუბერნატორმა ადმინისტრაციის ავტომობილები კერძო სახელოსნოებში 60-ჯერ შეამოწმებინა.
ფინანსური დოკუმენტებით, ასევე, ირკვევა, რომ კაბინეტისთვის ახალმა გუბერნატორმა 160/70 სმ-იანი ზომის სარკე შეიძინა.
შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორებმა თანამდებობები გაცვალეს – სამცხე-ჯავახეთის ყოფილი გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე – შიდა ქართლის გუბერნატორად, ხოლო შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი კახა სამხარაძე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორად დაინიშნა.