მევენახეობის კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყო

809

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ცნობით, „მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში“ რეგისტრაცია დაიწყო.

უწყების ცნობით, სახელმწიფო პროგრამა კოოპერატივებისთვის ყურძნის პირველადი გადამუშავებისათვის საჭირო საწარმოო დანადგარების გადაეცემას ითვალისწინებს. პროგრამაში მონაწილე კოოპერატივის წევრებს საშუალება ეძლევათ, ყურძნის რეალიზაციის გარდა, სარგებელი უკვე ღვინის რეალიზაციიდანაც მიიღონ.

სააგენტოს ინფორმაციით, როგრამით დადგენილი კრიტერიუმებით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის არანაკლებ 20 მეპაიეს ინდივიდუალურად, თითოეულს საკუთრებაში უნდა გააჩნდეს ან/და საპაიო შენატანის სახით კოოპერატივში შეტანილი უნდა ქონდეს მაღალმთიან რეგიონში 0,1 ჰა, ხოლო დანარჩენ ტერიტორიაზე 0,3 ჰა ფართობი ვენახი, რომელშიც გაშენებული უნდა იყოს ვაზის ნებადართული ჯიშები. კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კოოპერატივს 100 ტონა ყურძნის პირველადი გადამუშავებისათვის საჭირო აღჭურვილობა გადაეცემა, ხოლო კოოპერატივმა – გადამამუშავებელი საწარმოს შენობა-ნაგებობის მოწყობა უნდა უზრუნველყოს. მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია სააგენტოს ვებგვერდზე (www.acda.gov.ge) 2018 წლის 23 აპრილიდან ამავე წლის 11 მაისის 18:00 საათამდე გაგრძელდება