ბათუმში ახალი ავტოსადგომის მოწყობისთვის 1 701 126 ლარია გამოყოფილი

485

ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილის, ორბელიანისა და ვახტანგ შამილაძის ქუჩებს შორის, ბათუმის მერია ახალ ავტოსადგომს მოაწყობს. პროექტისთვის ბიუჯეტიდან 1 701 126 ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას “გაზეთი ბათუმელები” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ტენდერი 11 მაისს დასრულდება, ავტოსადგომი კი 1 სექტემბრამდე 5 800 კვ/მ ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს.

უფრო ვრცლად სტატია იხილეთ ამ ბმულზე.