მერიის ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტის ინჩხურის ადმინისტრაციულ ერთეულში რკინა-ბეტონის ხიდ-ბოგირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, პროექტის ფარგლებში მოეწყო ხიდის საძირკველი და ბურჯი მონოლითური რკინა/ბეტონით, ასევე ლითონის მოაჯირები და დამბა, ხოლო, ლითონის კონსტრუქციები შეიღება ზეთოვანი საღებავით. ხიდი-ბოგირის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდა და პროექტის ღირებულებამ 10 919 ლარი შეადგინა. სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ "ი.მ კაპიტონ კაკულიამ" შეასრულა.
მერიის ინფორმაციით, დაბა ჩხოროწყუში, მდინარე ოჩხომურზე, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში, ამორტიზირებული საავტომობილო ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც მერიაში აცხადებენ, ხიდის მწყობრიდან გამოსვლა 14-15 აპრილის სტიქიამ განაპირობა. უხვმა ნალექმა საავტომობილო ხიდის მისასვლელი ჩამორეცხა და ხიდს ბურჯი გამოაცალა. აღნიშნული ხიდით დაბა ჩხოროწყუ გარახას უბანს, სოფელ ნაკიანსა და მარტვილის მუნიციპალიტეტს უკავშირდება. ხიდის რეაბილიტაცია 49 000 ლარით ფინანსდება, სამუშაოებს ,,ენგურჰიდროსპეცმშენი“ ასრულებს.  "ხიდზე მოძრაობა, რომელიც, ამ ეტაპზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებებით...
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, რეგიონებში სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის საკითხს კონკრეტული მუნიციპალიტეტი განსაზღვრავს. სიახლე ადგილობრივ თვითმმართველობებს მხოლოდ სკოლების ინფრასტრუქტურის განკარგვის უფლებას აძლევთ. ამის შესახებ "კახეთის ხმა" წერს. თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სკოლების ინფრასტრუქტურული საჭიროებების მოკვლევაზე აქტიურად მუშაობენ. მერის პირველი მოადგილის გიგა თუშიშვილის თქმით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, გამოკვეთილია 8 სკოლა, სადაც დაუყოვნებლივ საჭიროა ინფრასტრუქტურული სამუშაოების...
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში N1 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება, ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ საჯარო სკოლის დათვალიერებისას განაცხადა. ,,ძალიან დიდია ამ სკოლის დამსახურება და ღვაწლი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, აწმყოში, საჭიროა, რომ მომავალშიც იგი იყოს საუკეთესო ფორმაში აღჭურვილი და აკმაყოფილებდეს იმ მინიმალურ საბაზისო სტანდარტებს , რომელიც თანამედროვე სკოლას სჭირდება. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს და სათანადო ნაბიჯებს გადავდგამთ, რომ მან რაც შეიძლება დროულად მიიღოს სახელმწიფოსგან ეს დახმარება...
ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნისა და განვითარების პროექტის ფარგლებში საველე-აღწერითი სამუშაოები გურიასა და აჭარაში მიმდინარეობს. მომდევნო ეტაპზე სანავიგაციო პროექტის საველე-აღწერითი სამუშაოები სვანეთის მხარეში - დაბა მესტიაში, სოფელ ადიშში, უშგულისა და ლახამულას თემის სოფლებში ჩატარდება. საჯარო რეესტრის საველე ოპერატორები მოცემულ არეალებზე საზოგადოებრივი მნიშვნელობის ყველა გეოგრაფიულ მონაცემს აღწერენ, მათ შორის: გზათა ქსელს, ტრანსპორტის მარშრუტებს, საგზაო მოძრაობის მარეგულირებელ ნიშნებს, გადასასვლელებს, ველო ტერმინალებს, ბენზინგასამართ სადგურებს, კულტურული,...
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად აღმოჩენილი დარღვევების გამო, საგარეჯოსა და ახმეტის მუნიციპალიტეტში ხუთი საბავშვო ბაღის მუშაობა შეჩერდა და ეს ბაღები 1 000-1 000 ლარით დაჯარიმდა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სოფელ კაკაბეთისადა დიდი ჩაილურის, ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფელ აწყურის, ფიჩხოვანისა და ქვემო ალვანის საბავშვო ბაღებში სავენტილაციო სისტემები არ მუშაობდა გამართულად. „სკოლამდელი აღზრდის ობიექტების გეგმური შემოწმებისას კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები აღმოჩნდა, რასაც შესაძლოა, გამოეწვია საკვები პროდუქტის...
მერიის ცნობით, ქალაქ რუსთავში მშვიდობის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. უწყების ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე ასფალტ/ბეტონის საფარი დაიგება, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, ტროტუარები და ბორდიურები. სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ჰერიო’’ ახორციელებს. სატენდერო ხელშეკრულების პირობებით, მშვიდობის ქუჩის რეაბილიტაცია ოთხ თვეში უნდა დასრულდეს. პროექტისთვის 1  221 776 ლარი ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო. "პარალელურად, სანიაღვრე სისტემების, გზებისა და ეზოების საფარის რეაბილიტაცია ქალაქის კიდევ რამდენიმე უბანში მიმდინარეობს. გრძელდება მე-11 მიკრორაიონში სოციალური საცხოვრისის,...
წინა სტატია ახალციხეში, პეტრე იბერის ქუჩაზე N17–ში შესახლებული ვეტერანები, მერიის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ფართზე უარს ამბობენ და სააპელაციოს შემდეგ, უზენაეს სასამართლოში ჩივიან. ამის შესახებ "სამხრეთის კარიბჭე" წერს. ვეტერანების ადვოკატმა კახა მათოშვილმა სარჩელით უზენაეს სასამართლოს უკვე მიმართა. მისი თქმით, სასარჩელო მოთხოვნა, მერიის მხრიდან ვეტერანებისათვის, ისეთი ალტერნატიული ფართის შეთავაზებაა, სადაც უპრობლემოდ იცხოვრებენ. ადვოკატი განმარტავს, რომ მერიამ ვეტერანებს უკვე სამი ალტერნატიული ფართი შესთავაზა, თუმცა...
აბაშის მერიიდან გათავისუფლებულმა სამმა თანამშრომელმა მერიას სასამართლო დავა მოუგო. მერიის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვის, ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტრირებისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსი მურად ძველაია, ამავე სამსახურის განყოფილებების უფროსები კობა თოფურია და აკაკი ბოკუჩავა სამსახურში აღდგენასა და სახელფასო განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდნენ. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს. მოსამართლე ლევან ნუცუბიძემ მათი საჩივარი სრულად დააკმაყოფილა. აბაშის მერიაში კი სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარებამდე ნაადრევად მიაჩნიათ დათხოვნილი თანამშრომლების დაბრუნებაზე საუბარი....
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სარალში ახლად რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა. მარნეულის მერიის ცნობით, სკოლის გახსნის შემდგომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა იაპონიის ელჩთან ერთად დაათვალიერეს სკოლის შენობა და პროექტის ამსახველი ფოტო გამოფენა. მარნეულის მერიის ცნობით, სკოლის რეაბილიტაცია „გრასრუტების საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა, რომლისთვისაც იაპონიის საელჩომ გამოყო 82 675 აშშ დოლარი. პროექტის საგრანტო ხელშეკრულებას ხელი 2017 წლის 2 მარტს მოეწერა საქართველოში იაპონიის საელჩოსა და მარნეულის დემოკრატ...
საერთაშორისო საინჟინრო კომპანიამ „Institute IGH” ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი გზისა და გვირაბის პროექტის სამუშაო ვერსია საავტომობილო გზების დეპარტამეტს უკვე ჩააბარა. მიღებული შენიშვნების გათვალისწინებით საბოლოო პროექტი დამკვეთს მაისის ბოლომდე ჩაბარდება. ინფორმაციას "კომერსანტი" ავრცელებს.  ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი ახალი გზა ერთმანეთთან დააკავშირებს ლენტეხი-ცაგერისა და ზუგდიდი-მესტიის უკვე არსებულ საავტომობილო გზებს, რაც იმას ნიშნავს რომ ქუთაისიდან ცაგერისა და ლენტეხის გავლით მესტიაში მოხვედრა სამ საათში იქნება შესაძლებელი. თბილისიდან მესტიამდე...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამის შესახებ იმსჯელეს. შეხვედრას მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მოადგილეები - მზია გიორგობიანი, გრიგოლ კაცია და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW ) სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორი, კლაუს ვეიგელი ესწრებოდნენ. სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის მოწყობას და ინტეგრირებულ მართვას ითვალისწინებს. ამ პროექტისთვის უკვე მომზადდა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები. გეგმის თანახმად, მოეწყობა ახალი,...
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბაკურიანის რეკრეაციული პარკის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ინტერესის გამოხატვა გამოცხადდა. მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, პარკის განვითარების მიზნით დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება მოხდება. წინადადება ძალაშია 28 მაისამდე. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს. ფონდის ინფორმაციით, საქართველომ მიიღო მსოფლიო ბანკისაგან (The World Bank) დაფინანსება რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDP III) განსახორციელებლად. მუნიციპალური განვითარების ფონდის ცნობით, ბაკურიანის პარკის ტერიტორია კეთილმოეწყობა და გამწვანდება. პროექტის ფარგლებში გაკეთდება ღობეები, გარე პერიმეტრის...
წინა სტატია თბილისის სატელევიზიო ანძაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის კონცეფციას ესტონური კომპანია შექმნის. პროექტზე მუშაობა ესტონურმა „კოკო არქიტექტორებმა" 31 აგვისტომდე უნდა დაასრულოს, რაშიც კომპანია 100 500 ლარს მიიღებს. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს. თბილისის სატელევიზიო ანძაზე ტურისტული ღირსშესანიშნაობის მოწყობაზე შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრმა" ტენდერი 9 აპრილს გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 120 ათასი ლარი იყო.  ტენდერში მონაწილეობა 2-მა კომპანიამ მიიღო - ესტონურმა „კოკო არქიტექტორებმა“ და ქართულმა „ქობულიები და...
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია სამეგრელოს რეგიონში „სოფლად სახლის“ შესყიდვის მოთხოვნით, 800 დევნილი ოჯახის განაცხადს განიხილავს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი კომისიის მუშაობის პროცესს ადგილზე გაეცნო. მინისტრის განცხადებით, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახი თავად არჩევს კერძო სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. სოფლად შესყიდულ სახლებს თან ახლავს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, რაც დევნილი ოჯახებისთვის შემოსავლის დამატებით...
სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, რუსთავში სოციალური საცხოვრისის მშენებლობა დაიწყო. პროექტის დასრულების შემდეგ, რუსთავის მერია საცოხვრისში 52 უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს შეასახლებს. ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს. ცნობილია, რომ კორპუსის მშენებლობაზე 824 439 ლარს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დახარჯავს. ობიქტზე სამშენებლო სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ