მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სარალში ახლად რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა. მარნეულის მერიის ცნობით, სკოლის გახსნის შემდგომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა იაპონიის ელჩთან ერთად დაათვალიერეს სკოლის შენობა და პროექტის ამსახველი ფოტო გამოფენა.
მარნეულის მერიის ცნობით, სკოლის რეაბილიტაცია „გრასრუტების საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა, რომლისთვისაც იაპონიის საელჩომ გამოყო 82 675 აშშ დოლარი.
პროექტის საგრანტო ხელშეკრულებას ხელი 2017 წლის 2 მარტს მოეწერა საქართველოში იაპონიის საელჩოსა და მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადეობას შორის. აღნიშნული პროექტი თვითმმართველობასთან მჭიდრო თანამშრომლობით განვითარდა და განხოციელდა.