სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, რუსთავში სოციალური საცხოვრისის მშენებლობა დაიწყო. პროექტის დასრულების შემდეგ, რუსთავის მერია საცოხვრისში 52 უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს შეასახლებს. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
ცნობილია, რომ კორპუსის მშენებლობაზე 824 439 ლარს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დახარჯავს.
ობიქტზე სამშენებლო სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.