რუსთავში მშვიდობის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო

906

მერიის ცნობით, ქალაქ რუსთავში მშვიდობის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე ასფალტ/ბეტონის საფარი დაიგება, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, ტროტუარები და ბორდიურები.

სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ჰერიო’’ ახორციელებს.

სატენდერო ხელშეკრულების პირობებით, მშვიდობის ქუჩის რეაბილიტაცია ოთხ თვეში უნდა დასრულდეს.

პროექტისთვის 1  221 776 ლარი ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო.

“პარალელურად, სანიაღვრე სისტემების, გზებისა და ეზოების საფარის რეაბილიტაცია ქალაქის კიდევ რამდენიმე უბანში მიმდინარეობს. გრძელდება მე-11 მიკრორაიონში სოციალური საცხოვრისის, ხოლო წმინდა ნინოს ქუჩაზე ცენტრალური პარკის ჩასასვლელში პანდუსის მოწყობა, ასევე, სხვადასხვა მისამართზე სპორტული მინი მოედნებისა და #25 საჯარო სკოლაში სპორტული დარბაზის კეთილმოწყობის სამუშაოები”, – აცხადებენ მერიაში.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე, რუსთავში, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, 12 მლნ ლარის ღირებულების სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.