აჭარასა და გურიაში ეროვნული სანავიგაციო პროექტის აღწერითი სამუშაოები მიმდინარეობს

668

ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნისა და განვითარების პროექტის ფარგლებში საველე-აღწერითი სამუშაოები გურიასა და აჭარაში მიმდინარეობს.

მომდევნო ეტაპზე სანავიგაციო პროექტის საველე-აღწერითი სამუშაოები სვანეთის მხარეში – დაბა მესტიაში, სოფელ ადიშში, უშგულისა და ლახამულას თემის სოფლებში ჩატარდება.

საჯარო რეესტრის საველე ოპერატორები მოცემულ არეალებზე საზოგადოებრივი მნიშვნელობის ყველა გეოგრაფიულ მონაცემს აღწერენ, მათ შორის: გზათა ქსელს, ტრანსპორტის მარშრუტებს, საგზაო მოძრაობის მარეგულირებელ ნიშნებს, გადასასვლელებს, ველო ტერმინალებს, ბენზინგასამართ სადგურებს, კულტურული, რეკრეაციული და ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვან ობიექტებს.

პროექტის ფარგლებში საველე-აღწერითი სამუშაოები უკვე დასრულებულია შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და თბილისში, ასევე, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, იმერეთისა და სამეგრელოს დასახლებულ პუნქტებში.