აბაშის მერიიდან გათავისუფლებულმა სამმა თანამშრომელმა მერიას სასამართლო დავა მოუგო. მერიის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვის, ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტრირებისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსი მურად ძველაია, ამავე სამსახურის განყოფილებების უფროსები კობა თოფურია და აკაკი ბოკუჩავა სამსახურში აღდგენასა და სახელფასო განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდნენ. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.
მოსამართლე ლევან ნუცუბიძემ მათი საჩივარი სრულად დააკმაყოფილა.
აბაშის მერიაში კი სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარებამდე ნაადრევად მიაჩნიათ დათხოვნილი თანამშრომლების დაბრუნებაზე საუბარი. თანამშრომლები 2018 წლის 12 იანვარს აბაშის მერიის აუდიტის სამსახურის ანგარიშის საფუძველზე გაათავისუფლეს.