მერიის ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტის ინჩხურის ადმინისტრაციულ ერთეულში რკინა-ბეტონის ხიდ-ბოგირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, პროექტის ფარგლებში მოეწყო ხიდის საძირკველი და ბურჯი მონოლითური რკინა/ბეტონით, ასევე ლითონის მოაჯირები და დამბა, ხოლო, ლითონის კონსტრუქციები შეიღება ზეთოვანი საღებავით.
ხიდი-ბოგირის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდა და პროექტის ღირებულებამ 10 919 ლარი შეადგინა.
სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ “ი.მ კაპიტონ კაკულიამ” შეასრულა.