ოზურგეთის მუნიციპალიტეტში N1 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება, ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ საჯარო სკოლის დათვალიერებისას განაცხადა.
,,ძალიან დიდია ამ სკოლის დამსახურება და ღვაწლი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, აწმყოში, საჭიროა, რომ მომავალშიც იგი იყოს საუკეთესო ფორმაში აღჭურვილი და აკმაყოფილებდეს იმ მინიმალურ საბაზისო სტანდარტებს , რომელიც თანამედროვე სკოლას სჭირდება. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს და სათანადო ნაბიჯებს გადავდგამთ, რომ მან რაც შეიძლება დროულად მიიღოს სახელმწიფოსგან ეს დახმარება და გეკეთდეს ამ სკოლის მოდერნიზაცია იმგვარად, რომ მოსწავლეებს და პედაგოგებს ჰქონდეთ სათანადო თანამედროვე პირობები, “- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
როგორც ოზურგეთის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ განაცხადა, ადგილობრივი ხელისუფლება მზად არის შესაძლებლობის ფარგლებში, შესაბამისი დახმარება გაუწიოს მუნიციპალიტეტში არსებულ საჯარო სკოლებს და მოწესრიგდეს მათი ინფრასტრუქტურა.