თბილისის მერმა კახა კალაძემ მტკვრის განვითარების შესახებ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას ისაუბრა. კალაძის თქმით, მტკვარს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა არა იმ ფორმით რაც დღეს ხდება. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. "მტკვარს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა არა იმ ფორმით, რაც დღეს ხდება. დღეს მტკვარზე არის სრული კატასტროფა. ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა და შესაძლოა ვიღაცას მოსწონდეს, მაგრამ რომ შეხედავ ადამიანს, არ გესიამოვნება. დადიან...
მერიის ინფორმაციით, შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზამლეთის ამბულატორიას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში განხორციელდა შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები, შეიცვალა იატაკი, ჭერი, მოწესრიგდა სველი წერტილები და დამონტაჟდა ელექტროგაყვანილობა. მიმდინარე სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ინდ. მეწარმე ,, თემურ აბულაძე“ აწარმოებდა. უწყების ცნობით, პროექტი შუახევის მუნიციპალიტეტის მიერამ 4380 ლარით დააფინანსა. აღსანიშნავია, რომ ამბულატორია 2 სოფლის ნენიის და ნიგაზეულის მოსახლეობას მოემსახურება. "ასევე, მიმდინარე წელს დაგეგმილია ჭვანის და ბრილის ამბულატორიების...
შუახევის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის დღის სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, სარეაბილიტაციო ცენტრში მომსახურება უფასო იქნება და 0-დან 18-წლამდე 100 შშმ ბენეფიციარებისთვის იქნება განკუთვნილი. როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტი აჭარის მთავრობის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხორციელდება. დღის სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობისთვის 118 555 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს შპს ,, ლგრუპი“ასრულებს. "სარეაბილიტაციო ცენტრის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ პირველ ეტაპზე სპეციალისტების მოწვევა იგეგმება, შემდეგ ადგილზე არსებული კადრები...
თბილისის მერი კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ ავლაბარში, სამების ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მერიამ სახლები გამოისყიდოს და გზა გააფართოვოს. ამის შესახებ კახა კალაძემ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას თქვა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. თბილისის მერის თქმით, ეს ტერიტორია ტურისტებისთვის მიმზიდველია და მაქსიმალურად უნდა მოწესრიგდეს. „ძველი თბილისის განვითარება ჩვენთვის პრიორიტეტულია, თუმცა, ერთბაშად არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ყველა უბანში, ყველა ქუჩაზე შევიდეთ და დავიწყოთ სარეაბილიტაციო...
ქალაქ ხობში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, გზის მოასფალტება მიმდინარეობს. როგორც მერიაში აცხადებენ, ინფრასტრუქტურულ პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. უწყების ინფორმაციით, სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 450 მეტრია, ხოლო, სამუშაოზე დასაქმებულია 17 მუშახელი. გზის სარეაბილიტაციო სამუშაო ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ და მერის პირველმა მოადგილემ, ვარაზ გაბედავამ დაათვალიერეს.
ოზურგეთისა და ჩოხატაურის  მუნიციპალიტეტებს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ და მუნიციპალური განვითარების ფონდმა ნაგავშემკრები კონტეინერები გადასცა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტს დამატებით 300, ხოლო, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს 150 ნაგავშემკრები კონტეინერი გადაეცა. "ახალი ნაგვის ურნები ქალაქსა და სოფლებში განთავსდება და ისინი ძველ ამორტიზებულ ბუნკერებს ჩაანაცვლებენ", - განაცხადა  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში, კოალიცია "შინმოვლა საქართველოში" წარმოამდგენლებმა უჩა ვახანიამ და გიორგი ხუხიამ ზუგდიდის მრავალფუნქციური ზრუნვის ცენტრის პროექტი წარადგინეს. პროექტის მიხედვით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტს საშუალება აქვს რეგიონში შინმოვლის პროგრამის დასანერგად კვალიფიციური საექსპერტო კონსულტაცია მიიღოს. პროექტის პრეზენტაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. "შინმოვლის კოალიციამ" ზუგდიდის მუნიციპალიტეტს უსასყიდლო ტექნიკური დახმარების თხოვნით მიმართა. შეხვედრაზე მერიის სოციალური დაცვის განყოფილების უფროსმა გოგი...
გურჯაანში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, მარტოხელა მშობლების სოციალური საწარმო „პურთა პური“ გაიხსნა. საცხობში, ძირითადად, მარტოხელა მშობლები დასაქმდებიან. საწარმოში გამომცხვარი პური, თავდაპირველად, მხოლოდ გურჯაანში, შემდეგ კი მთელი კახეთის მასშტაბით გაიყიდება. ინფორმაციას "სპექტრი" ავრცელებს. საწარმოს შექმნის იდეა გურჯაანში მცხოვრებ მარტოხელა დედას, თამარ სიბაშვილს ეკუთვნის: „საწარმო გაიხსნა კახეთის რეგიონული განვითარების ფონდისა და ევროკავშირის მხარდაჭერით. ჩვენი საწარმო ითვალისწინებს მარტოხელა მშობლების დასაქმებას. გარდა ამისა, გვინდა, ქართული, ეკოლოგიურად...
წინა სტატია თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში სატენდერო კომისიის მორიგი სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე, მერის პირველი მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე უძღვებოდა, რამდენიმე გზის სატენდერო დოკუმენტაცია დაამტკიცეს. კომისიის სხდომაზე დამტკიცდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლების ჭოგნარი-ოდილაურის და  სოფელ რუფოთში ჭანკვეტაძეების უბნის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე არმირებული ბეტონის საფარის მოწყობის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ  სატენდერო დოკუმენტაცია ასევე, კომისიამ დაამტკიცა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სიმონეთში წყლის ცენტრალური მაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის სატენდერო დოკუმენტაცია. აღნიშნული...
გორის მერიის მხარდაჭერით ახალგაზრდული პროექტი "სოციალური კინო" დაიწყო. მერიის ცნობით, პროექტი „სოციალური კინო“ განკუთვნილია გორის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების ზოგადი კინემატოგრაფიითა და ისეთი სოციალური საკითხებით დაინტერესებისთვის, როგორიცაა: ეკოლოგია, ისტორია, კულტურა და მედიაზემოქმედება. ასევე, პროექტის მიზანია, თანამედროვე ქართველი კინორეჟისორებისა და მათი ნამუშევრების პოპულარიზაცია. როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტი გათვლილია სოფელ დიცში, ტირძნისში, მერეთსა და ხელთუბანში მცხოვრებ 20-30 ახალგაზრდაზე, რომლებიც წინასწარი გასაუბრების საფუძველზე შეირჩნენ. ,,სოციალური კინოს“ ფარგლებში გაიმართება...
ქალაქ რუსთავის დელეგაცია, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ვარშავაში მიფრინავდა, თვითმფრინავიდან გამოაძევეს. მიზეზი კი მათი არაფხიზელი მდგომარეობა იყო. ავიაკომპანია "ლოტის" წარმომადგენელმა გამგზავრების უფლება არ მისცეს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს ლევან ონიანს, საკრებულოს წევრსა და მერიის თანამშრომელს. თვითმფრინავიდან გაძევებულები ამბობენ, რომ ბორტგამცილებელს ერთ-ერთის სახის ფერი არ მოეწონა. https://www.youtube.com/watch?v=CsU6OY7Xy5s&feature=youtu.be "ქრონიკის" ცნობით, შემთხვევა 10 მაისს, დაახლოებით დილის 06:00 საათზე თბილისი-ვარშავის რეისი მგზავრთა არასათანადოდ მოქცევის გამო შეჩერდა. ნახევარი საათის განმავლობაში...
მერიის ინფორმაციით, 16 მაისს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა პაატა ნადირაძემ მოადგილედ ლიკა ჭუმბურიძე წარადგინა. წარდგენისას მერმა აღნიშნა, რომ ახალი მოადგილე დღემდე აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ფინანსურ დირექტორად მუშაობდა, გავლილი აქვს გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების კურსები ევროპის წამყვან ქვეყნებში, არის კომპეტენტური და კვალიფიციური კადრი,რომელიც წარმატებით გაართმევს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. "მინდა წარმატება ვუსურვო ქალბატონ ლიკას. მჯერა, რომ ის ქალაქის განვითარებაში...
15 მაისს, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში გაფორმდა ხელშეკრულება ამერიკული საქველმოქმედო ფონდის „ლდს-ჩერიტი“ ხელმძღვანელებსა და მცხეთა-მთიანეთის სამი მუნიციპალიტეტის - მცხეთის, დუშეთის და თიანეთის - მერებს შორის. ხელშეკრულების ფარგლებში საქველმოქმედო ორგანიზაცია 450 000 ლარს გამოყოფს, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილი მუნიციპალიტეტების ოთხ სოფელში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციას მოხმარდება.  მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის განცხადებით გაფორმებული ხელშეკრულება ქართულ-ამერიკული თანამშრომლობის გაგრძელებაა. უწყების ინფორმაციით, საქველმოქმედო ორგანიზაციამ „ლდს-ჩერიტი“ უკვე რამდენიმე პროექტი...
წინა სტატია თელავში ბატონის ციხის რეაბილიტაცია (მუზეუმი და ტერიტორია) დასრულდა. ციხის განახლებული მუზეუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. ბატონის ციხის მუზეუმის რეაბილიტაცია, რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით მომზადდა. პროექტის ფარგლებში განხორციელდა ახალი მუზეუმის მშენებლობა და ტერიტორიის კეთილმოწყობა, როგორც მუზეუმის, ასევე ბატონის...
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში პროექტის - „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში დაგეგმილ პროექტებზე იმსჯელეს. უწყების ინფორმაციით, ქალაქ წყალტუბოს ტერიტორიაზე, საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ, თანამედროვე სტანდარტების ელექტრონული სარეკლამო მანათობელი ბილბორდი განთავსდება, რომელზეც წყალტუბოს შესახებ ვიდეორგოლები იტრიალებს. აგრეთვე, შეიქმნება მუნიციპალიტეტის ტურისტული გზამკვლევი. ქალაქ წყალტუბოს ტერიტორიაზე დაგეგმილია, ასევე, საველოსიპედე ბილიკებისა და პარკინგის ადგილების მოწყობა. როგორც მერიაში აცხადებენ, მუნიციპალიტეტი შეიძენს ველოსიპედებს, რომლის მეშვეობითაც შექმნიან ველოსიპედების გაქირავების სერვისისს. მუნიციპალიტეტის ცნობადობის...
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამტვრიანში სასმელი წყლის ქსელი მოეწყობა. როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნულ დასახლებას წყალმომარაგების სისტემის არარსებობის გამო, სასმელი წყალი შეზღუდული რაოდენობით მიეწოდებოდა. უწყების ინფორმაციით, გეგმიური სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა 1,5 კმ სიგრძის ქსელი, რის შედეგადაც ადგილობრივი მოსახლეობა გაუმჯობესებული წყალმომარაგებით ისარგებლებს. ასევე, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, გეგმიური სამუშაოები მიმდინარეობს სოფლებში: დურნუკში, საღრაშენში, ხაიში და გუდარეხში. "სასმელი წყლის ქსელების რეაბილიტაცია დასახლებებში ეტაპობრივად განხორციელდება", - ნათქვამია მერიის მიერ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ