15 მაისს, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში გაფორმდა ხელშეკრულება ამერიკული საქველმოქმედო ფონდის „ლდს-ჩერიტი“ ხელმძღვანელებსა და მცხეთა-მთიანეთის სამი მუნიციპალიტეტის – მცხეთის, დუშეთის და თიანეთის – მერებს შორის. ხელშეკრულების ფარგლებში საქველმოქმედო ორგანიზაცია 450 000 ლარს გამოყოფს, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილი მუნიციპალიტეტების ოთხ სოფელში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციას მოხმარდება.
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის განცხადებით გაფორმებული ხელშეკრულება ქართულ-ამერიკული თანამშრომლობის გაგრძელებაა.
უწყების ინფორმაციით, საქველმოქმედო ორგანიზაციამ „ლდს-ჩერიტი“ უკვე რამდენიმე პროექტი დააფინანსა მცხეთა-მთიანეთის მასშტაბით, რამაც რეგიონის მოსახლეობის ყოფითი და სოციალური პირობები მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.