მერიის ინფორმაციით, 16 მაისს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა პაატა ნადირაძემ მოადგილედ ლიკა ჭუმბურიძე წარადგინა.
წარდგენისას მერმა აღნიშნა, რომ ახალი მოადგილე დღემდე აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ფინანსურ დირექტორად მუშაობდა, გავლილი აქვს გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების კურსები ევროპის წამყვან ქვეყნებში, არის კომპეტენტური და კვალიფიციური კადრი,რომელიც წარმატებით გაართმევს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობას.
“მინდა წარმატება ვუსურვო ქალბატონ ლიკას. მჯერა, რომ ის ქალაქის განვითარებაში თავის წვლილს შეიტანს“ – განაცხადა პაატა ნადირაძემ.