რუსთავის ოფიციალური დელეგაცია თბილისი-ვარშავის ავიარეისიდან გააძევეს

1126

ქალაქ რუსთავის დელეგაცია, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ვარშავაში მიფრინავდა, თვითმფრინავიდან გამოაძევეს. მიზეზი კი მათი არაფხიზელი მდგომარეობა იყო. ავიაკომპანია “ლოტის” წარმომადგენელმა გამგზავრების უფლება არ მისცეს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს ლევან ონიანს, საკრებულოს წევრსა და მერიის თანამშრომელს.

თვითმფრინავიდან გაძევებულები ამბობენ, რომ ბორტგამცილებელს ერთ-ერთის სახის ფერი არ მოეწონა.

“ქრონიკის” ცნობით, შემთხვევა 10 მაისს, დაახლოებით დილის 06:00 საათზე თბილისი-ვარშავის რეისი მგზავრთა არასათანადოდ მოქცევის გამო შეჩერდა. ნახევარი საათის განმავლობაში ბორტგამცილებლები რუსთავის დელეგაციას თვითმფრინავის დატოვებას სთხოვდნენ, რადგან ისინი არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ, არასათანადოდ იქცეოდნენ და საფრთხე ექმნებოდათ დანარჩენ მგზავრებს.

პოლონური ავიაკომპანიის წარმომადგენლები საქართველოში აცხადებენ, რომ მგზავრებს უკიდურეს შემთხვევაში აძევებენ ხოლმე თვითმფრინავიდან და ასეთი ფაქტები იშვიათად ხდება.

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი კი ამბობს, რომ თვითმფრინავში ასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე, მათ 50-50 გრამი ვისკი დალიეს.