ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ და მუნიციპალური განვითარების ფონდმა ნაგავშემკრები კონტეინერები გადასცა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტს დამატებით 300, ხოლო, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს 150 ნაგავშემკრები კონტეინერი გადაეცა.
“ახალი ნაგვის ურნები ქალაქსა და სოფლებში განთავსდება და ისინი ძველ ამორტიზებულ ბუნკერებს ჩაანაცვლებენ”, – განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ.