შუახევში შშმ პირებისთვის დღის სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს

1184

შუახევის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის დღის სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს.

უწყების ინფორმაციით, სარეაბილიტაციო ცენტრში მომსახურება უფასო იქნება და 0-დან 18-წლამდე 100 შშმ ბენეფიციარებისთვის იქნება განკუთვნილი.

როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტი აჭარის მთავრობის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხორციელდება.

დღის სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობისთვის 118 555 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს შპს ,, ლგრუპი“ასრულებს.

“სარეაბილიტაციო ცენტრის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ პირველ ეტაპზე სპეციალისტების მოწვევა იგეგმება, შემდეგ ადგილზე არსებული კადრები გადამზადდებიან”,- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ სარეაბილიტაციო ცენტრში 15–მდე ადგილობრივი დასაქმდება.