თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში სატენდერო კომისიის მორიგი სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე, მერის პირველი მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე უძღვებოდა, რამდენიმე გზის სატენდერო დოკუმენტაცია დაამტკიცეს.
კომისიის სხდომაზე დამტკიცდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლების ჭოგნარი-ოდილაურის და სოფელ რუფოთში ჭანკვეტაძეების უბნის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე არმირებული ბეტონის საფარის მოწყობის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ სატენდერო დოკუმენტაცია
ასევე, კომისიამ დაამტკიცა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სიმონეთში წყლის ცენტრალური მაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის სატენდერო დოკუმენტაცია.
აღნიშნული შიდამუნიციპალური გზები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხებით მოწესრიგდება.
2018 წელს თერჯოლის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ამ ფონდიდან 3,745 508 ლარია გამოყოფილი.