ქალაქ ხობში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, გზის მოასფალტება მიმდინარეობს

766

ქალაქ ხობში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, გზის მოასფალტება მიმდინარეობს.

როგორც მერიაში აცხადებენ, ინფრასტრუქტურულ პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

უწყების ინფორმაციით, სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 450 მეტრია, ხოლო, სამუშაოზე დასაქმებულია 17 მუშახელი.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაო ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ და მერის პირველმა მოადგილემ, ვარაზ გაბედავამ დაათვალიერეს.