თეთრიწყაროს სოფელ ნამტვრიანში სასმელი წყლის ქსელი მოეწყობა

788

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამტვრიანში სასმელი წყლის ქსელი მოეწყობა.

როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნულ დასახლებას წყალმომარაგების სისტემის არარსებობის გამო, სასმელი წყალი შეზღუდული რაოდენობით მიეწოდებოდა.

უწყების ინფორმაციით, გეგმიური სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა 1,5 კმ სიგრძის ქსელი, რის შედეგადაც ადგილობრივი მოსახლეობა გაუმჯობესებული წყალმომარაგებით ისარგებლებს.

ასევე, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, გეგმიური სამუშაოები მიმდინარეობს სოფლებში: დურნუკში, საღრაშენში, ხაიში და გუდარეხში.

“სასმელი წყლის ქსელების რეაბილიტაცია დასახლებებში ეტაპობრივად განხორციელდება”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ა(ა)იპ „თეთრიწყარო წყალი“ ახორციელებს.