გორის საკრებულოს სამანდატო კომისიის სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარლენ ნადირაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრ ირმა ამბარდანიშვილს ხელიდან ქაღალდები გამოგლიჯა და ზედ შეაყარა. ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა ტელეკომპანია „თრიალეთმა“ გაავრცელა. დაპირისპირება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებისთვის ავტომობილების ყიდვის საკითხს მოჰყვა. კამათი იმით დაიწყო, თუ რა წერია დადგენილებაში, რომლითაც უწყებებში სამსახურებრივი მანქანის შეძენა რეგულირდება. "აქ წერია, რომ "ნა ურა-ზე" აღარ უნდა იყიდო", - ასე განმარტავს დადგენილებას საკრებულოს...
საბურთალოს რაიონში, გამრეკელის ქუჩა N2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერი მოეწყო. გამგეობის ცნობით, სამუშაოების ფარგლებში გამწვანდა სკვერი, დამონტაჟდა საქანელები და მოეწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა. „საბურთალოს რაიონში კიდევ ერთი კომფორტული და ლამაზი დასასვენებელი ადგილი მოეწყო. მოსახლეობა ძალიან კმაყოფილია ჩატარებული სამუშაოებით, მათ უკვე კეთილმოწყობილ სკვერში დასვენების საშუალება აქვთ”, - განაცხადა საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 66 365 ლარი გამოიყო. პროექტი გამგეობის დაკვეთით, შპს „გრინსერვის+“-მა განახორციელა.
ნაძალადევის რაიონში, ძმობის II ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გამგეობის ცნობით, პროექტის ფარგლებში, უკვე მოეწყო ბორდიური და ქუჩის ძირითად ნაწილზე, დაახლოებით 1 200 კვ.მ ფართობზე ასფალტის  ორფენიანი საფარი იგება. „ათეულობით წლებია, რაც ძმობის II ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა არ მოწესრიგებულა. მას შემდეგ, რაც კომპანია „GWP-მა“ მოძველებული მიწისქვეშა კომუნიკაციები ახლით შეცვალა, მნიშვენელოვანი პრობლემა მოგვარდა, თუმცა მოსახლეობისთვის ქუჩაზე გადაადგილება ძალიან გართულდა. გზის შეკეთების დასრულების შემდეგ,...
ოკუპირებული აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის მინისტრთა ე.წ. კაბინეტმა მოიწონა ცვლილებები, რომლებიც უნდა შევიდეს დადგენილებაში „საქართველო-აფხაზეთის სახელმწიფო საზღვრიდან აფხაზეთის რესპუბლიკაში შესვლისათვის აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ - ამის შესახებ იუწყება რადიო თავისუფლება. აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტის აპარატის დე ფაქტო ხელმძღვანელის დავიდ სანგულიას თქმით, აფხაზეთის მთავრობა ამ დადგენილების მოქმედების ვადას ყოვეწლიურად ახანგრძლივებდა. დოკუმენტის ახალი რედაქციით კი დადგინდა, რომ „საქართველოსთან საზღვარის გადაკვეთა შესაძლებელია არა მხოლოდ ეროვნული...
ბათუმის დრამატული თეატრის რეკონსტრუქცია დასასრულს უახლოვდება, თუმცა მისი გახსნის კონკრეტული თარიღი უცნობია. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. რესტავრაცია ჩაუტარდა დრამატული თეატრის ინტერიერს, ჭაღებს და სავარძლებს. ასევე, შენობაში განთავსდება თეატრის მუზეუმი და ლიტერატურული კაფე. აღსანიშნავია, რომ დრამატულ თეატრს რეკონსტრუქციის შემდეგ ორი სცენა ექნება. "სპეციალისტები შეეცადნენ, რომ ისტორიული თეატრისთვის ავთენტურობა მაქსიმალურად შეენარჩუნებინათ",- ნათქვამია ინფორმაციაში. სამხატვრო ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ თეატრი განახლებული ინტერიერით მაყურებელს მომავალ წელს, ქართული თეატრის დღეს უმასპინძლებს. ანდრო ენუქიძე...
ბათუმის სანდასუფთავების სამსახურმა 1 000  სანაგვე კონტეინერი შეიძინა. მერიის ინფორმცაიით, 1 000 ახალი ურნა ქალაქის ტერიტორიაზე ძველ კონტეინერებს ჩაანაცვლებს. კერძოდ, როგორც მერიაში აცხადებენ, სანაგვე კონტეინერები შეიცვლება ზღვისპირა ზოლში, დაიდგმება რეაბილიტირებულ ქუჩებზე და საჭიროების შემთხვევაში, მთელი ქალაქის მასშტაბით. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ძველ ბათუმში უკვე შეიცვალა 70-ზე მეტი სანაგვე ურნა. მერიამ  სანაგვე ურნებისთვის 528 ათასი ლარი გამოყო.  
სომხეთის ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით პირველად ჩამოვიდა, ახალქალაქში ეთნიკურად სომეხ მოსახლეობასაც შეხვდა. ადგილობრივი გამოცემის, jnews.ge-ს ცნობით, ძლიერი წვიმის მიუხედავად, მოსახლეობა ნიკოლ ფაშინიანს ღია ცის ქვეშ უცდიდა. ნიკოლ ფაშინიანი ახალქალაქში საქართველოს ვიცეპრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორთან, კახა სამხარაძესთან ერთად ჩავიდა, სადაც ახალქალაქის კულტურის სახლში მიწვეულ სტუმრებს შეხვდა. მოსახლეობა კი შეხვედრას თვალს ქუჩაში დამონტაჟებულ...
საბურთალოს რაიონში, გამრეკელის ქუჩა N2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობისთვის სკვერი მოეწყო. სამუშაოების ფარგლებში, სკვერში გამწვანების სამუშაოები ჩატარდა და ბავშვებისთვის საქანელები დამონტაჟდა. ასევე, მოეწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა. დასრულებული სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ დაათვალიერა. "საბურთალოს რაიონში კიდევ ერთი კომფორტული და ლამაზი დასასვენებელი ადგილი მოეწყო. მოსახლეობა ძალიან კმაყოფილია ჩატარებული სამუშაოებით, მათ უკვე კეთილმოწყობილ სკვერში დასვენების საშუალება აქვთ", - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. სკვერის მოსაწყობად გამგეობის ბიუჯეტიდან 66...
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვიჭალაში ორჯგუფიანი საბავშვო ბაღი ნახევარსაუკუნოვან, ამორტიზებულ შენობაში ფუნქციონირებს. სივიწროვის გამო, საბავშვო ბაღის გარეთ 15-ზე მეტი ბავშვია დარჩენილი. ინფორმაციას "ჩემი ხარაგაული" ავრცელებს. 2017 წლის დეკემბერში ხარაგაულის საკრებულომ ვერტყვიჭალაში ბაღის მშენებლობა პრიორიტეტულ პროექტად დაამტკიცა. მუნიციპალიტეტმა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია 3 350 ლარად ისე შეისყიდა, რომ მერიაში არც კი იცოდნენ, სად მდებარეობდა ტერიტორია, სადაც საბავშვო ბაღის აშენება იგეგმებოდა. ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღში არსებულ ვითარებას იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის...
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისში სასმელი წყლის ხარისხი ამინდზეა დამოკიდებული. წვიმის დროს წყალი იმღვრევა, არის შემთხვევები, როდესაც წყალს ქვეწარმავლები მოჰყვება. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის ტელევიზია "tv 9" ავრცელებს. უწყლოდ დარჩენილი მოსახლეობის ნაწილი წყალს წყაროებიდან ეზიდება. ყვიბისელები პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. ბორჯომის საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" და სოფელ ყვიბისის მკვიდრი ბაკურ გელაშვილი წყლის დაზიანებულ ცენტრალურ მილზე საუბრობს. მისი თქმით, სამუშაოები მიტოვებულია. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბუბა ბერიძე...
უკვე ათეულობით წელია ლაგოდეხში მიტოვებული და უფუნქციოდ დარჩენილი შენობების ბედი გაურკვეველია. ზოგ მათგანს კერძო მესაკუთრე ჰყავს, ნაწილი კი სახელმწიფოსია, თუმცა ყველა ერთად ქალაქის იერსახეს ამახინჯებს. ამის შესახებ ინფორმაციას "ჰერეთი fm" ავრცელებს. ამჟამად მიტოვებულ შენობებს საბჭოთა კავშირის დაშლამდე სხვადასხვა ფუნქცია ჰქონდა.  ყველმრეწვი, სამკერვალო ფაბრიკა, წიგნების მაღაზია და ა.შ. ეს იმ შენობების არასრული ჩამონათვალია, რომელიც გურჯაანში უყურადღებოდ არის. მიტოვებულია კულტურის სახლიც, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს...
აჭარის ბიუჯეტი 20 521 500 ლარით გაიზარდა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს. აჭარის ფინანსურ დოკუმენტში ცვლილებები უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე მიიღეს. 2018 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე დეპუტატები 4 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ. ფინანსურ დოკუმენტთან დაკავშირებით ოპოზიციას შენიშვნები ჰქონდა, მათი მტკიცებით, მთავრობა თანხის უმეტეს ნაწილს წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა მოსყიდვისთვის გამოიყენებს. სწორედ ამიტომ ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს. "გარდამავალი ნაშთი გადადის წლიდან წლამდე და ეს რომ ეფექტურად...
ციხისძირის მცხოვრებლებმა სანიაღვრე არხისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გამართეს. ინფორმაციას TV25 ავრცელებს. აქციის მონაწილეების თქმით,  აღნიშნული პრობლემები მას შემდეგ გაჩნდა, რაც მაგისტრალის მშენებლიბა დაიწყო. მცხოვრებლები ამბობენ, რომ საავტომობილო გზის მცირე მონაკვეთი,  რომლითაც მაგისტრალზე ასვლას ახერხებდნენ გააუქმეს. "არ გვაქვს სანიაღვრე არხები, მდინარესავით მოდის წყალი და ტალახი. ვერ გადავაადგილდებით და ვერც ბავშვები გადაგვყავს. ვართ უკიდურეს მდგომარეობაში. ვითხოვთ, რომ გაგვიკეთონ სანიაღვრე არხები და...
ბათუმში რეგისტრირებული მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები, მუნიციპალური ავტობუსით მგაზვარობისას 50 % - იანი შეღავათით ისარგებლებენ. ინფორმაციას TV25 ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ მერიის ინიციატივას საკრებულოს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს. უწყების საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურში ამბობენ, რომ ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გავლენა დაახლოებით 5 880 ლარი იქნება, რომელიც შესაბამისი პროგრამიდან დაფინანსდება.
ქობულეთის მცხოვრებლები სანაპიროს უსახური ობიექტებისგან გათავისუფლებას ითხოვენ. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. მიტოვებული მსუბუქი და კაპიტალური კონსტრუქციები ქობულეთის სანაპიროზე – ეს ის ობიექტებია რომელთა მფლობელებსაც 10-წლიანი იჯარის ვადა ამოეწურათ, თუმცა კონსტრუქციები არ დაშალეს. ტურისტულ სეზონზე რესტორნებად და კაფეებად გარდაქმნილი ობიექტები, წელიწადის დანარჩენ დროს ანტისანიტარიის კერაა. ქობულეთის მცხოვრებლები ფიქრობენ, რომ პლაჟზე მსგავსი ტიპის ნაგებობები საერთოდ არ უნდა განთავსდეს, რადგან საზოგადოებრივი სივრცეა და ბეტონის...
დაუსრულებელი და ხარვეზით შესრულებული სამუშაოები ბეშუმში, მაღალმთიანი აჭარის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კურორტზე კვლავ შიდა გზების პრობლემაა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. ხუმერიამ ტენდერი არაერთხელ გამოაცხადა, გამარჯვებულთა ნაწილი ვადების დარღვევის გამო დააჯარიმა, ერთ-ერთს კი, რომლის მიერ შესრულებული სამუშაოც გასულ წელს ჩაიბარა, წელს ხარვეზების გამოსწორების მიზნით წერილობით მიმართა. ბეშუმში ახლახანს დაგებული ასფალტის ერთი მონაკვეთი უკვე დაბზარულია, სანიაღვრე არხების ნაწილი კი მოშლილი. პარალელურად მიმდინარეობს სასამართლო...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ